გამოაგზავნეთ შეკითხვა


თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმები. სრულიად უფასოდ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე.




ექიმთან ხშირად დასმული შეკითხვები


 - რჩევები

22 აპრილი 2019

კითხვა: გამარჯობა,ალექსანდრიტის ლაზერით, ლაზერული ეპილაციის გაკეთების შემდეგ რამდენ ხანში შეიძლება,მზისგან დამცავი კრემის გარეშე მზეზე გასვლა. მადლობთ

 - ნეფროლოგია

20 აპრილი 2019

კითხვა: გამარჯობა. ყველაფერი დამეწყო მარცხენა ფეხის შეშუპებით. მეგონა ვენები იყო და დოპლერი გავიკეთე და კოაგულოგრამა. ანგიოლოგმა მითხრა რომ დოპლერზე აღმოჩნდა რომ გადიდებული მაქვს ლიმფური ჯირკვალი და მუხლში მაქვს სითხე ჩამდგარი, ასევე მცირე ლიმფედემა. გამიშვა გინეკოლოგთან და უროლოგთან. იქაც გამოვიკვლიეთ ყველაფერი და არაფერი არ ამოვიდა, გარდა ცუდი სისხლის საერთო ანალიზისა. მქონდა ლეიკოპენია, ერითროპენია და ჰემოგლობინი ზღვარს ოდნავ დაბლა. გამიშვეს ჰემატოლოგთან. ამასობაში დამეწყო სახსრების ძლიერი ტკივილი და სიცხე 37.3. ჰემატოლოგმა როგორც კი დახედა გამიშვა რევმატოლოგთან. რევმატოლოგმა გამიკეთა მანტუს, ქლამიდიას, ბრუცელოზის და ანტი ნუკლეარული ანტისხეულების ანალიზი, ასე ვე ცე რეაქტიული. არაფერი არ ამოვიდა ანას გარდა დადებითი ანა მქონდა 1.35 (ნორმა1მდე) შემდეგ გავიკეთე ორჯაჭვიანი ანტი დნმ. რაც დადებითი ამოვიდა 40 (ნორმა 20) თუმცა მირჩია გადამოწმება. გადავამოწმე გერმანიაში გაუშვით ანალიზი და ორივე უარყოფითი მოვიდა ანაც და ანტი dsdna. მოკლედ ვერ დავადგინეთ რა მჭირს. თქვენი აზრი მაინტერესებს რაზე მიიტანდით ეჭვს გარდა წითელი მგლურასი.

 - ნევროლოგია

20 აპრილი 2019

კითხვა: მტკივა და დაჭიმული მაქვს მაჯები და ხელის თითები,მიჭირს მოხრა და საქმის კეთება.რისი ბრალი შეიძლება იყოს ან რა მალამო უნდა წავისვა?

 - ნევროლოგია

20 აპრილი 2019

კითხვა: გამარჯობა , ვარ 41 წლის , 2 წლის წინ დამეწყო საეჭვო სიმპტომები , მიჭირდა სიარული..ნერვოლოგთან მქონდა ვიზიტი , რომელმაც დამისვა დიაგნოზი_გაფანტ.სკლეროზი..:( ვიმკურნალე სოლუმედროლის 1000მგ. 5გადასხმით. სრულად გამოვკლეთდი , მაგარმ მხედველობის დაკლება დამეწყო მომდევნო წლის იგივე დროს..ისევ გავიკეთე სრული გად ასხმის კურსი და მხედველობა აღმიდგა..ახლაც მეშინია დ მაინც სულ ვფიქრობ კიდევ არ გამიმეოროს..გთხოვთ მირჩიოთ რამე..რაშეიძლება გავიკეთო რომ გავზარდო რემისიების დრო..:( რას მირჩევთ..

 - ნევროლოგია

20 აპრილი 2019

კითხვა: გამარჯობა. ვარ 37 წლის ქალბატონი. მეოთხე დღეა მაქვს თავის მარცხენა მხარეს მწველი ტკივილი, ტკივილი მაქვს თვალის და ყბის მიდამოშიც, მარცხენა მხარეს... ისეთი მოვლითი ტკივილი მაქვს ყბაზე, რომ არ ვიცოდე არცერთი კბილის პრობლემა, რომ არ მაქვს, ვიფიქრებდი კბილიდან გამოწვეული პრობლემაათქო... ტკივილგამაყუჩებელზე მიყუჩდება რამდენიმე საათით და შემდეგ ისევ მეწყება.... დილა იწყება ტკივილით... ღამით მარცხენა მხარეს, საფეთქელსა და ყურში გამალებულ ფეთქვვას ვგრძნობ და მესმის... მოკლედ სასწაულად მეშინია, გარდა იმისა, რომ ამის ატანა შეუძლებელია, ასე მგონია რაღაც საშინელება მჭირს... დღეს საღამოს თმის ძირების ტკივილიც დამეწყო. სასწაულად მტკივა მაშინ როცა ხელს ვკიდებ თმის ძირებს და თმას აქეთ-იქეთ ვწევ თითებით... მირჩიეთ როგორ მოვიქცე, ვის მივმართო და მაინტერესებს თქვენი აზრი, რისგან შეიძლება იყოს ეს გამოწვეული?... P. S დღეს შეგნებულად არ დავლიე არანაირი გამაყუჩებელი და მთელი დღის განმავლობაში ასე მტკივა ყრუდ და განუწყვეტლად....

 - რევმატოლოგია

20 აპრილი 2019

კითხვა: გამარჯობა ოსტეოპოროზის დროს სახსრებმა იცის ტკივილი? შეიძლება თავშიც იყოს ოსტეოპოროზი ძვლებში?