გამოაგზავნეთ შეკითხვა


თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმები. სრულიად უფასოდ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე.




ექიმთან ხშირად დასმული შეკითხვები


 - ბავშვთა ასაკის დაავადებები

27 მარტი 2019

კითხვა: მოგესალმებით, მაინტერესებს, ჩემს შვილს აქვს ხელების კანკალი, გამოირიცხა ჩიყვი, შეიძლება კანკალი გამოიწვიოს პარაზიტებმა და როგორ დავადგინოთ (ხშირად განავალში არ ჩანს), ასევე რითი შეიძლება იყოს გამოწვეული სხეულის დაბალი ტემპერატურა 35,6. წინასწარ გიხდით მადლობას!

 - ნევროლოგია

26 მარტი 2019

კითხვა: გამარჯობა..მაწუხებდა კისერში და თავში წკაპუნის ხმები...საათის ისარი რომ მოძრაობს დაახლოებით ეგ ხმა...ექიმთან მივედი გავიკეთე კისის მალების რეტგენი,ნორმაშია. სისხლის ანალიზი გავიკეთე და როე მაქვს მაღალი.18 ში ველოდებოდი მენსტრუაციას,19 ავიღე ანალიზი.მაგრამ ჯერ გადამიცდა. პლუს ამას სასქესო ორგანოს წვა და ქ ავილი მაქვს და შეიძლება ანთება მქონდეს და ამას გამოეწვია?

 - კომპიუტერული ტომოგრაფია

26 მარტი 2019

კითხვა: გამარჯობა! მაქვს ხერხემლის პრობლემები 2003 წლიდან. გაკეთებული მაქვს წელის მე-4 - მე-5 მალთაშორის დისკის ოპერაცია, რომელმაც ასე თუ ისე გაამართლა და ტკივილი არ მაქვს. ამჟამად მაწუხებს კისერი და მარჯვენა მკლავი აქვს ჩათრეული. პირველ რიგში მაინტერესებს კარგი ექიმის კონსულტაცია და ხოლო შემდეგ შესაბამისი დიაგნოსტიკა. უნდა იქნას გათვალისწინებული ის მომენტი, რომ მრტ გადაღება მიჭირს იმის გამო, რომ დახურული სივრცის შიში მაქვს და ამდენი ტკივილისგან ნერვებიც არ მაქვს ალბათ მწყობრში. თუ არსებობ რამე საშუალება, ანტიდეპრესანტი ან სხვა რამე, რომ ეს შიში დავძლიო და შევძლო მრტ გადაღება. პატივისცემით.

 - ქირურგია

26 მარტი 2019

კითხვა: გამარჯობა,46 წლის ქალს რომელსაც ჩაუტარდა ჰისტერექტომია ფიბრომის გამო( ბიოფსიამ არ აჩვენა ავთვისებიანი კიბოს ნიშნები) ფეხზე მუხლის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოუვიდა გამონაზარდი,მოვარდისფრო მოთეთრო,ხელით გარშემო სიმაგრე ისინჯება,შეხებისას ტკივა და ხანდახან უეცრად გრძნობს დენის დარტყმის მსგავს შეგრ ძნებას, რა შეიძლება იყოს ეს და რა სახის სპეციალისტს უნდა მივმართოთ თუ შეგიძლიათ რომ მითხრათ,მადლობას გიხდით და კარგ დღეს გისურვებთ

 - ნევროლოგია

26 მარტი 2019

კითხვა: მოგესალმებით. მაქვს ასეთი ჩივილი: 1 ან 2 თვეში ერთხელ მეწყება თვალებში ციმციმი- მოელვარე დაახლოებით 15-30 წთ( ისე რომ ვერ ვხედავ სრულად საგნებს), შემდეგ ძლიერი თავის (ნახევარი) და თვალის ტკივილი ასევე პირღებინება. დაახლოებით 4-5 საათში გადამივლის ეს ყველაფერი და მაქვს დაღლილობის შეგრძნება. ეს ყველაფერი დამეწყო 15 წლიდ ან ციკლის დაწყებასთან ერთად. რასთან მაქვს საქმე , რა უნდა მოვიმოქმედო და ვის უნდა მივმართო? გმადლობთ.

 - ნევროლოგია

25 მარტი 2019

კითხვა: გამარჯობა, სახლში მივედი ნასვამი მთელი ღამე მარცხენა ხელზე ვიყავი დაყუდებული ,დილით რომ გავიღვიძე ხელის მტევანს ვეღარ ვამოძრავებდი , თითებს ვამოძრავებ ჩვეულებრივ ძალა მაქვს ხელში უბრალოდ ხელის მტევანი გათიშული მაქვს ,ექიმთან ვიყავი რაღაც ნემსები გამომიწერა მაგრამ შედეგი არ მაქვს უკვე ერთი კვირა გავიდა,თუ შეგიძლიათ რომ მირჩიოთ რამე ,წინასწარ გიხდით მადლობას