გამოაგზავნეთ შეკითხვა


თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმები. სრულიად უფასოდ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე.




ექიმთან ხშირად დასმული შეკითხვები


 - ოტო–რინო–ლარინგოლოგია

25 მარტი 2019

კითხვა: გამარჯობა, ჩამიტარდა თავის ტვინის კ.ტ კვლევა აქსიალურ პროექციაში. დასკვნაში მიწერია, რომ მარჯვენა ჰაიმორის წიაღში მეტად ბაზალურად ისახება მიახლოებით 7მმX4.5 მმ-ზე ზომის მაღალი სიმკვრივის (3067HU) ჩანართი. მაინტერესებს რას ნიშნავს აღნიშნული და არის თუ არა სიცოცხლისათვის საშიში.

 - გინეკოლოგია

25 მარტი 2019

კითხვა: გამარჯობა.მე და ჩემმა მეუღლემ ჩავიტარეთ სრული გამოკვლევა უშვილობასთან დაკავშირებით.მე მითხრეს რომ ყველაფერი რიგზე მაქვს,თუმცა ჯერ ნაცხის ანალიზის პასუხი არ ქონდათ.მეუღლეს უთხრეს რომ სპერმის ხარისხი დაბალია.დაუნიშნეს სოკოს და ანთების საწინააღმდეგო წამლები.ჩემი ანალიზის პასუხი ნორმაშია თ უ არა კონსულტაცია მჭირდება. გონოკოკი ნეგატიურია ლეიკოციტები 10-12; 10-11 ეპით.უჯრედები დიდი რაოდენობით ბაქტერიები კოკები საშ.ტაოდენობით; კოკები დიდი რაოდენობით გარდნერელ ნეგატიური სოკო POS + ერთეულის სახით ტრიქომონა ნეგატიური გემუდარებით მითხარით მეც მჭირდება მკურნალობა? მეც თუ სოკო მაქვს ახლა ისევ თავიდან გადავდებ? :(( დამეხმარეთ

 - ნევროლოგია

25 მარტი 2019

კითხვა: გამარჯობა, ვარ 38 წლის,მაქვს ძლიერი სტრესული სიტუაცია, სამსახურის დაკარგვა, ემიგრაციაში წასვლა, ოჯახის მონატრება, დაბრუნება და სამსახურში აღდგენის მცდელობა და ასე შემდეგ.. ჩავიტარე გამოკვლევები ფარისებრის, სისხლის საერთო და კარდიოგრამა, ყველაფერია წესრიგში, თუმცა მაქვს უიმედობის შეგრძნება უკვე თვეებია, მქონდა პანიკ. შეტევები, პანიკ შეტევები აღარ მაქვს თუმცა დამრჩა ღელვა, სულ წნევის აპარატს დავათრევ და ინტერნეტში ვიწექები, არ მიხარია არაფერი და რადგან დავრწმუნდი რომ ანალიზებზე არაფერი მჭირს,ავიკვიატე თავში ხომ არაფერი მაქვს დაავადება რადგან ხშირად ვბრუვდები განსაკუთრებით როცა ვნერვიულობ. თუმცა თავის ტკივილები მაწუხებდეს ვერ ვიტყვი, ძალიან იშვიათად ვგრძნობ ქუდის მოჭე რის სინდრომს როცა კეპი მახურავს და გაელვებასავით შეგრძნებები მაქვს. მზის შუქზე თვალები მტკივა და ვერ ვიტან ხმაურს. კიდევ ერთი.. ეს ყველაფერი დამეწყო ემიგრაციაში მუშაობის დროს როდესაც ფეხზე უეცრად ავდექი და წამიერად თვალები დამიბნელდა. ეს ბავშვობიდან მჭირს მდა არასდროს ვაქცევდი ყურადღებას მაგრამ ეს ყველაფერი მაშინ დაიწყო. როდესაც რაიმე კარგ ინფორმაციას ვიღებ და იმედა ჩნდება ეს ყველაფერი მინიმუმამდე დადის მაგრამ იმედგაცრუებაზე ორმაგად მჭირს. ასევე დაძაბულობის დროს მეღვიძება დილის 6 საათზე. გთხოვთ მიპასუხოთ რა შეიძლება მჭირდეს და რა ვუშველო თავს. თქვენი პასუხი ჩემთვის მნიშვნელოვანია

 - ტრავმატოლოგია

25 მარტი 2019

კითხვა: გამარჯობა! მქონდა ტკივილი მარჯვენა ბარძაყის სახსართან მოძრაობისას, ან უძრაობის შემდეგ სიარულისას რამდენიმე წუთი, რასაც დაერთო ჟრუანტელის და გაბუჟების შეგრძნება კიდურებში. გარკვეული პერიოდის შემდეგ გამიარა, მაგრამ ახლა ისევ მაქვს წვის, ჟრუანტელის და ფეთქვითი სიპტომი კიდურებში, თითებშიც. ზოგჯერ თან ახლავს ყრუ ტკივილი მარჯვენა ხელ-ფეხის და წელის არეში. რა შეიძლება იყოს მიზეზი?

 - გინეკოლოგია

25 მარტი 2019

კითხვა: დაუცველი სქესობრივი აქტის შემდეგ შევამჩნიე საეჭვო ნიშნები როგორიცაა: ძლიერი ქავილი საშოს მიდამოში, გამონადენი არის ხაჭოსებრი, მოყვითალო, საფუვრის მკვეთრი სუნი, წვა. მაინტერესებს მისი გამომწვევი მიზეზი თუ შეიძლება რომ ეს ნიშნები პარტნიორიდან იყო გადმოცემული და ასევე მანტერესებს როგორ შეიძლება მკურნალობა გინეკოლოგთან მისვლის გარეშე, ანტიბიოტიკით ან სხვა საშუალებით

 - გასტროენტეროლოგია

25 მარტი 2019

კითხვა: გამარჯობა. ჩემი დიაგნოზია: დისტალური ეზოფაგიტი K 20,კარდიის უკმარისობა.Iხ.,გასტრიტი ანტრალური ნაწილის ატროფიით K29,4. ნაღვლის ბუშტის კონგრემენტი ქოლეცისტიტით K80,1.მეტეორიზმი. ჰელიკობაქტერია დადებითი 11. ანტიბიოტიკებით მკურნალობის დაწყებიდან დამეწყო ტკივილი კუჭის თავთან. შებერილობა,არითმია და სუნთქვის გაძნელება , უძილობა აუტანელი ტკივილის გამო, ენის"დახეთქვა", გულძმარვა, ბოყინი. 4 დღის შემდეგ შევწყვიტე ანტიბიოტიკების მიღება. ტკივილი კუჭის მიდამოებში და პულსაციიც შეგრძნება ისევ მაქვს .ზოგჯერ გაძნელებული ამოსუნთქვაც.მუცელი მუდმივად შებერილი და მაგარი. კუჭის მოქმედება ყოველდღიურად.მირჩიეთ როგორ მოვიქცე,ვის მივმართო.5 ღამეა თითქმის არ მძინავს.ტკივილი ძლიერდება დაწოლისას და სიარულის დროს.მადლობა წინასწარ!