გამოაგზავნეთ შეკითხვა


თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმები. სრულიად უფასოდ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე.




ექიმთან ხშირად დასმული შეკითხვები


 - გინეკოლოგია

25 თებერვალი 2019

კითხვა: გამარჯობა. ვარ 26 წლის,მენსტრუაცია გადამიცდა 11დღეა უკვე.ტესტი მიჩვენებს რომ ფეხმძიმედ არ ვარ.სხვა დროს არასდროს მქონია გადაცდენა,ყოველათვის რეგულარული ციკლი მქონდა.თქვენს სტატიებს გავეცანი სხვა მიზეზების შესახებაც და არცერთი არ მემთხვევა.გთხოვთ მითხარით შეიძლება თუ არა რომ ტესტი ცდებოდეს და ასეთ შემთხვევაში როგორ უნდა მოვიქცე?და კიდევ მაღალი პოთრომბინი შეიძლება თუ არა იყოს ამ დარღვევის მიზეზი? მადლობა

 - ნეიროქირურგია

25 თებერვალი 2019

კითხვა: გამარჯობა.მხარის,გულმკერდის და მუცლის ღრუს ტკივილი დამეწყო დაახლოებით 15 წლის წინ,თუმცა ძალიან იშვიათად მქონდა შეტევები,ალბათ წელიწადში ერთხელ.ბოლო 7 წელია ვცხოვრობ საფრანგეთში,ნორმანდიაში,სადაც ნესტიანი ჰავაა და სულ ქარია და ტკივილი მომემატა და შეტევები გამიხშირდა,თითქმის ყოველ 2 კვირაში ან მაქსიმუმ თვეში ერთხელ საწოლს მაჯაჭვავს მინიმუმ 3 დღით.ანუ იწყება თითქმის კისერთან,მხარის ყრუ ტკივილით.შემდეგ ნელ-ნელა ძლიერდება,ადის 10 ბალიანი შეფასებით 7-8 მდე.მეორე დღეს გადადის გულ-მკერდზე,(8-9 "ბალი")მიჭირს სუნთქვა,საუბარი,მოძრაობა,გეგონება ნეკნები მერჭობა ფილტვებში,მაქვს გულის რევა,დაბალი სიცხე ,37.5. მესამე დღეს ტკივილი გადადის მუცლის ღრუში,კუჭის მიდამოებში და ნელ-ნელა ნელდება.99% გრძ ელდება 3 დღე,მეტი არა და ასე მეორდება ხან ყოველ 2 კვირაში ერთხელ,ხან თვეში ერთხელ და ასე ვიტანჯები.ანალიზები აჩვენებს რომ შეტევის დროს პროტეინ ც რეაქტივი 5 -ის ნაცვლად მაქვს 205-ზე.ამის გამო ერთხელ პერიკარდიტიც კი იეჭვეს და 2 კვირა დამაწვინეს კარდიოლოგიურში,გამიკეთეს ეხო და სკანერი გულზე,უწყვეტი კარდიოგრამა,გული გამოირიცხა,ჯანსაღია.შემდეგ იეჭვეს ტუბერკულიოზი,იკვლიეს დიდხა ნს,გამოირიცხა.შემდეგ მორიგმა ექიმმა ანალიზების საფუძველზე დაადგინა, რომ ხმელთაშუა ზღვის ციებცხელება,პერიოდული დაავადება გაქვსო(სომხურ დაავადებას რომ ეძახიან.ქართველი ვარ ვიცი,სომეხი არავინ მყოლია,მაგრამ დაზუსტებით რა თქმა უნდა ვერაფერს ვამტკიცებ.დედა წარმოშობით იმერელი,მამა მთიული,მეც და მშობლებიც დავიბადეთ და გავიზარდეთ რუსთავში).დამინიშნა კოლხიცინი,ვსვამ,შეტევები კი გრძელდება.ამ დროს მაქვს საშინელი გაზები მუცელშივდა ბოყინი,კუჭიც მტკივა.დავაკვირდი,შეტევა მეწყება თუ ცოტა შემცივა,ან ვინერვიულებ ხოლმე.არ ვეთანხმები ფრანგების დიაგნოზს,სიმპტომები სხვაა მაინც,მაღალი სიცხე არ მაქვს,მუცელი წყლით არ მევსება,არ მებერება.მხოლოდ მიბუყბუყებს და გაზები.ეს დაავადება გენეტიკურია,მაგრამ არც ოჯახის წევრს და არც ნათესავს მსგავსი არაფერი აქვს მინ. 4 თაობაში არ მსმენია არავისგან მსგავსი ჩივილები.თან რაც ნესტიან ჰავაში გადმოვედი,მას მერე გამირთულდა.უფრო ნეკნთაშუა ნევრალგია ან რამე მსგავსი ,ნერვის ანთება ქრონიკულში გადასული და ა.შ. მგონია+ გასტრიტი,რომელიც მაქვს ვიცი.იქნებ მირჩიოთ რა ვქნა,რისი გამოკვლევა გავიკეთო.დაზღვევა კარგი მაქვს, პლასტიკური ოპერაციების გარდა ყველაფერი უფასო მაქვს.რა და როგორ გამოვიკვლიო,ვის მივმართო.მადლობა წინასწარ.

 - კომპიუტერული ტომოგრაფია

25 თებერვალი 2019

კითხვა: მოგესალმებით. გვაინტერესებს ხერხემლის მაგნიტო რეზონანსული გამოკვლევის ფასი და წინასწარ უნდა ჩავწეროთ თუ პირდაპირ უნდა მოვიდეთ და იმ დღესვე არის შესაძლებელი გამოკვლევა? გმადლობთ წინასწარ.

 - კომპიუტერული ტომოგრაფია

25 თებერვალი 2019

კითხვა: გაამრჯობა ,რეოგრაფია რამდენად ამომწურავ ინფორმაციას გვაძლევს ამა თუ იმ პათოლოგიის დადგენაზე. მაგალითისთვის შესაძლებელია თუ არა სტენკორდიული გულის ფარული დაავადების ამოცნობა,ან თავის ტვინში არსებული პრიცესების შესახებ ინფირმაციის მიღება?

 - ენდოკრინოლოგია

25 თებერვალი 2019

კითხვა: გამარჯობა.დილით უზმოზზე შაქარი მაქვს 198 დან 216 მდე....შეიძლება ორგანიზმი მიეჩვიოს შაქარს? თუ ამ შემთხვევაში თავს ცუდად არ ვგრძნობ?

 - ორსულობა

25 თებერვალი 2019

კითხვა: გამარჯობა მენსტრუაცია მქონდა 17 იანვარს დამიმთავრდა 21 იანრვარს. 23 თებერვალს გავიკეთე ტესტი და დადებითი აჩვენა დაახლოებით რამდენი კვირის ორსული გამოვდივარ?