ჰემოფილიის საერთაშირისო დღე აღინიშნა.

ჰემოფილიის საერთაშირისო დღე აღინიშნა.

კონსტანტინე ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრმა

და საქართველოს ჰემოფილიისა და დონორობის ასოციაციამ 17 აპრილს ჰემოფილიის საერთაშირისო დღე თბილისი არტ-ჰოლში კონცერტით აღნიშნა.

ყოველწლიურად 17 აპრილს მსოფლიოს 130-მდე ქვეყანაში მცხოვრები ადამიანი ჰემოფილიის მსოფლიო ფედერაციისა  და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აქციას უერთდება და აღნიშნავს ჰემოფილიის მსოფლიო დღეს.

ეს თარიღი -  17 აპრილი დაკავშირებულია ჰემოფილიის მსოფლიო ფედერაციის დამფუძნებლის ფრენკ შნაბელის სახელთან და   მრავალ ქვეყანაში აღინიშნება 1989 წლიდან.

ჰემოფილია სისხლის შედედების პრობლემა გახლავთ. ის ერთ-ერთი მძიმე პათოლოგიაა გენეტიკურ დაავადებათა შორის და გამოიხატება მე-8, მე-9 ან სხვა შემადედებელი ფაქტორის თანდაყოლილი დეფიციტით, თუმცა იშვიათ შემთხვევაში შეძენილიც შეიძლება იყოს.

საქართველოში ჰემოფილიითა და სხვა სისხლდენითი დაავადებით აღრიცხვაზე იმყოფება 370 ადამიანი.
კ.ერისთავის სახ.ქირურგიის ეროვნული ცენტრი ერთადერთი პოლიპროფილური კლინიკაა, რომელიც სრულ სამედიცინო მომსახურეობას უწევს ჰემოფილიით დაავადებულებს.

აღნიშნულ დღეს ჩატარებული ღონისძიების მთავარ მიზანს წარმოადგენს, კიდევ ერთხელ მიეპყროს საზოგადოების ყურადღება ჰემოფილიის ირგვლივ არსებული პრობლემების მიმართ და ყველა შესაძლებლობა იქნეს გამოყენებული იმისათვის, რომ კიდევ უფრო  გაუმჯობესდეს სამედიცინო და სოციალური მომსახურეობის სერვისები ამ მიმართულებით,  ამაღლდეს ჰემოფილიით დაავადებულთა ცხოვრების ხარისხი. ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობას ღებულობენ ქართული ესტრადის ვარსკვლავები, სამედიცინო საზოგადოების თვალსაჩინო წევრები, ჰემოფილიით დაავადებულები.

საქართველოში მოქმედებს ჰემოფილიით დაავადებულთა სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ხდება ჩანაცვლებითი თერაპიით უზრუნველყოფა, მაგრამ კიდევ უფრო მეტი ხარჯის გაწევაა საჭირო ამ დაავადებულთა სრულყოფილი სამედიცინო და სოციალური სფეროს სრულყოფისათვის, რათა ჰემოფილიით დაავადებულები საზოგადოების სრულფასოვან ჯანმრთელ წევრებად იქცნენ. ბევრი მათგანი დღესაც საზოგადოებრივად აქტიური ადამიანია, მათთან ერთად კიდევ ბევრი სასიკეთო საქმის გაკეთებაა შესაძლებელი ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის.