მწვავე ინსულტის და თავის ტვინის სისხლძარღვების მკურნალობის ინოვაციური მეთოდები

მწვავე ინსულტის და თავის ტვინის სისხლძარღვების მკურნალობის ინოვაციური მეთოდები

ქირურგიის ეროვნული ცენტრის ნეიროქირურგიის დეპარტამენტი

ფეხდაფეხ მიჰყვება თანამედროვე მედიცინის ყოვედღიურად  სწრაფი ზრდის ტენდენციას .  მაღალი ტექნოლოგიები ნეოროქირურგებს ნებისმიერი სირთულის პათოლოგიასთან გამკლავების საშუალებას აძლევს. კლინიკაში დანერგილი სიახლეების გაცნობის მიზნით გავესაუბრეთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის ნეიროქირურგს ბატონ გიორგი ეგუტიძეს.


რა რისკ ფაქტორები არსებობს იშემიურ ინსულტის განვითარებასთან დაკავშირებით?
იშემიური ინსულტის განვითარების მიზეზი არის შიგნითა საძილე არტერიის ათეროსკლეროზი, თრომბოზები, რის გამოც ხდება სისხლძარღვის შევიწროვება და ამის ფონზე ვითარდება იშემიური ინსულტი. ანუ თავის ტვინის კონკრეტულ უბანს აღარ მიეწოდება სისხლი, არ ხდება კვება და მარტივად რომ ვთქვათ, აღნიშნული უბანი კვდება, რაც იწვევს პაციენტის დაინვალიდებას.

რა თანამედროვე მიდგომები არის დანერგილი ქირურგიის ეროვნულ ცენტრში იშემიური ინსულტის მკურნალობის ტაქტიკაში?
საქართველოში პირველად ჩვენს კლინიკაში, იშემიური ინსულტის მკურნალობის სქემაში დავნერგეთ ახალი, მსოფლიოში აპრობირებული მცირეინვაზიური მეთოდი, რაც გულისხმობს ოპერაციის გაკეთებას ანესთეზიის და განაკვეთის გარეშე. ოპერაცია წარმოებს ბარძაყის მიდამოდან, საიდანაც ხდება სისხლძარღვის შიგნით კათეტერის შეყვანა და შემდეგ საძილე არტერიის სტენტირება. ამგვარად, ხდება საძილე არტერიის გაფართოება და სისხლმომარაგების აღდგება თავის ტვინში. აღნიშნულმა მეთოდმა მინიმუმანდე დაიყვნა დაინვალიდება, როგორც მწვავე ინსულტის დროს, ასევე ინსულტის შემდგომ პერიოდში. ასევე შეიძლება მინიმალურამდე იქნას შემცირებული იშემიური ინსულტის განვითარება თუ პაციენტი აღნიშნავს თავბრუსხვევას, ყურებში შუილს, წონასწორობის დარღვევას და თავის ტკივილს. ჩვენი უახლესი აპარატურით შეიძლება შეფასებული იქნას შიგნითა საძილე არტერია, რაც პრევენციული ღონისძიებების და პაციენტის იშემიური ინსულტის შემთხვევისგან დაცვის საშუალებას გვაძლევს.

როგორ მიმდინარეობს ასეთი მიდგომით ნამკურნალევი პაციენტების რეაბილიტაციის პერიოდი?
აღნიშნული მანიპულაციით ჩარევის შემდეგ კლინიკაში პაციენტი ყოვნდება სამი დღე. გაწერილ პაციენტებს არ აღენიშნებათ  ნევროლოგიური დეფიციტი და მალევე უბრუნდებიან ცხოვრების ჩვეულ  წესს.

გარდა იშემიური ინსულტისა, სიხშირის მიხედვით, რომელ დაავადებას აღნიშნავდით?
ხშირად მოგვმართავენ პაციენტები თავის ტვინის სისხლძარღვების ანევრიზმის დიაგნოზით. დიაგნოსტირება ხდება თავის ტვინის მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფიული კვლევით და ცერებრული ანგიოგრაფის საშუალებით. აუცილებელია ასეთი პათოლოგიის დროული დიაგნოსტიკა რათა ავიცილოთ ისეთი სავალალო შედეგი, როგორიც არის ანევრიზმის გასკდომა, რაც საკმაოდ მძიმე დაინვალიდებას და ხშირ შემთხვევაში სიკვდილს იწვევს. ამ დაავადების მართვის და მკურნალობის სქემაშიც დავნერგეთ ახალი მიდგომები. რაც გულისხმობს განაკვეთის გარეშე ოპერაციის გაკეთებას, ეს ამცირებს ხანგრძლივ რეაბილიტაციას და ოპერაციის შემდგომ გართულებებს. მეთოდი გულისხმობს ბარძაყის მიდამოდან თავის ტვინის ანევრიზმების გამოთიშვას, რაც თანამედროვე მედიცინის  მიღწევას წარმოადგენს,ის  ძალზე შედეგიანი და ეფექტურია.

რა თანამედროვე მეთოდები არსებობს თავის და ზურგის ტვინის სიმსივნეების მკურნალობაში?

თავის და ზურგის ტვინის სიმსივნეების შემთხვევითობა მკვეთრად გაზრდილია ბოლო ხანებში. დიაგნოსტირება ხდება სამწუხაროდ გვიან ეტაპებზე, რასაც მძიმე შედეგამდე მივყავართ. ასეთი პაციენტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩარევა იყოს რაც შეიძლება დამზოგველი და ეფექტური. ჩვენ შემუშავებული გვაქვს სიმსივნის თანამედროვე მკურნალობის სქემა მცირეინვაზიური მეთოდით, რაც გულისხმობს განაკვეთის გარეშე ოპერაციების წარმოებას და სიმსივნის ემბოლიზაციას. მკურნალობის ასეთი მეთოდი საჭიროებს  ხანმოკლე რეაბილიტაციას და პაციენტები სამ დღეში ეწერებიან ბინაზე.

რაც შეეხება გადაუდებელ დახმარებას, თუ ემსახურება თქვენი დეპარტარტამენტი ურგენტულ შემთხვევებს?
ჩვენი დეპარტამენტი 24 საათის განმავლობაში მზად არის მიიღოს და დაეხმაროს პაციენტებს ზემოაღნიშნული ,ისე ნებისმიერი სხვა გადაუდებელი მდგომარეობის  დროს.
გარდა ამისა აღსანიშნავია ისეთი პათოლოგია, როგორიც არის თავის ტვინის სისხლძარღვების შევიწროება, რაც ყველაზე ხშირად აღინიშნება ავტოავარიის შედეგად გამოწვეული ქალა-ტვინის ტრავმების დროს, რასაც სავალალო შედეგამდე მივყავართ. ასეთ შემთხვევევბში დროულ დახმარებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ასეთ დროს ჩვენ ვახდენთ თავის ტვინის სისხლძარღვების გაფართოებას განაკვეთის გარეშე, ამით ვიწვევთ  სისხლმომარაგების აღდგენას თავის ტვინში. ასეთი მიდგომა იცავს თავის ტვინს ღრმა დაზიანებისგან, რაც შეიძლება შეუქცევადი აღმოჩნდეს.

რა ტექნიკური უპირატესობა აქვს ქირურგიის ეროვნული ცენტრის ნეიროქირურგიის დეპარტამეტს?
ჩვენს დეპარტამენტში ფუნქციონირებს უახლესი იაპონური ორმკლავიანი ანგიოგრაფი Shimadzu Trinias B12 ,რომელსაც ანალოგი არ გააჩნია საქართველოში და ამიერკავასიაში. იგი გამოირჩევა მინიმალური დასხივებით და დროის მაქსიმალური დაზოგვის რეჟიმში ზრდის ოპერაციის ეფექტურობას. გარდა ამისა ჩვენ ვიყენებთ გერმანული წარმოების უახლეს ნეიროქირურგიულ მიკროსკოპს „OPTI Pentero 800“, რომელიც თავის ტვინის საღი და დაზიანებული უბნების დიფერენცირების საშუალებას იძლევა.  უახლოეს პერიოდში იგეგმება ახალი სერვისების დანერგვა ნეიროქირურგიულ დეპარტამეტში.


თქვენთვის პრობლემატურ, ნებისმიერ საკითხზე კონსულტაციის მიზნით შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ბატონ გიორგის შემდეგ ნომრებზე 599 78 66 54 (577 32  77 74)