სწრაფი კვების მოყვარული თაობა! ყოველი ექვსი ახალგაზრდიდან ერთი, დღეში ორჯერ პიცითა და ბურგერით იკვებება

  • 30 სექტემბერი 2016

კვლევაში თინეიჯერებს "სწრაფი კვების თაობა" უწოდეს, რადგან ყოველი გამოკითხული ექვსი ახალგაზრდიდან

ერთი, დღეში ორჯერ Fast-Food (სწრაფი კვება) დაწესებულების სტუმარია.

ყოველწლიური კვლევა BBC Good Food Nation Survey-მ აწარმოა. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, კლასიკური ბრიტანული საკვები, როგორიცაა თევზი და გარნირი, ინგლისური საუზმე,  ერის ტოპ-5 საყვარელი საკვების სიიდან ამოვარდა და უფრო მეტიც, სოსისი ათეულშიც კი არაა. 16-დან 20 წლამდე ახალგაზრდებმა საყვარელ საკვებად დაასახელეს: პიცა, პასტა, ჩიფსი, ბურგერი და სტეიკი. სწრაფი კვების საკვები ასევე პოპულარობით სარგებლობს 21-დან 34 წლამდე ასაკის ახალგაზრდებშიც. რესტორნებიდან პროდუქტის ე.წ. გატანის სერვისით ყოველი გამოკითხული  8 ადამიანიდან ერთი, კვირაში ორჯერ სარგებლობს.

რაც შეეხება მოსახლეობის დამოკიდებულებას ხორცით კვების ჩვეულებასთან დაკავშირებით: 5000 გამოკითხულიდან ნახევარმა, წითელი ხორცის მიღების რეკომენდაციასთან დაკავშირებით არაფერი იცოდა. მიმოხილვაზე საკუთარი აზრი გამოთქვა UK Health Forum-ის ხელმძღვანელმა, პროფესორმა პოლ ლინკოლნმა.

“როგორც ერი, დიდი რაოდენობით შაქარს, ცხიმსა და მარილს მოვიხმართ - რაც სიმსუქნის კრიზისს ზრდის. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, მთავრობამ პროდუქტებისა და სასმელების მწარმოებელი ქარხნების წარმომადგენლები წაახალისონ, რომ საზოგადოებისთვის მეტად სასარგებლო, ჯანმრთელი პროდუქცია შექმნან - ჯანსაღი არჩევანი, მარტივი არჩევანი”, - განაცხადა პროფესორმა.



წყარო ...



უფასო კონსულტაციის დღეები.

გაწუხებთ პირის ღრუს სიმშრალე? ნერწყვის ჭარბი გამოყოფა? საკვების მიღების დროს ტკივილი ან შესიება სახის მიდამოში ?


კლინიკის სიახლეები

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ექთნების საერთაშორისო დღე არაერთი საინტერესო ღონისძიებით აღინიშნა.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია

ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია

„ავერსის“ საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც კოლორექტალური კიბოს მართვის თანამედროვე პრინციპებს მიეძღვნა.