ახალგაზრდა ქალებში მღელვარებისა და დეპრესიის მაღალი რისკია

  • 01 ოქტომბერი 2016

ჯანმრთელობისა და სოციალური ზრუნვის საინფორმაციო ცენტრის NHS Digital მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ცნობილი გახდა,  რომ 16-დან 24 წლამდე ასაკის ახალგაზრდა ქალების

26% შფოთვის სიმპტომებით იტანჯება, ეს მაჩვენებელი კი ამავე ასაკის მამაკაცების მხოლოდ 9 პროცენტში ვლინდება.
ქალების მეოთხედი საკუთარ თავს, თვითდაზიანებას აყენებს - მამაკაცების შემთხვევაში კი 10%-ია.  სიმპტომებში ვლინდება: გაღიზიანება, შფოთვა, დეპრესია, პანიკის შეტევა, უძილობა.  კვლევაში 7500 ადამიანი მონაწილეობდა.
კვლევის ხელმძღვანელი, სალი მაკმანუსი ფიქრობს, რომ სოციალური მედია და "სრულყოფილობის" დევნა შესაძლოა, ქალებში დეპრესიის  გაჩენის ერთ-ერთი მიზეზი იყოს.  ამ თემაზე საკუთარი მოსაზრება Priory-ს ხელმძღვანელმა, ჰეილი ვან ზვანენბერგმა გამოთქვა.
“დღევანდელი ახალგაზრდები - "სენსორული ეკრანის" თაობა, ინტერნეტს როგორც მეგობარს ისე უყურებს, მაგრამ  ბევრი მათგანისთვის, ის ნამდვილად,  მრუდე სარკეს წარმოადგენს.  ცდილობენ, სამყაროს "სრულყოფილი" პიროვნების სრულყოფილი ცხოვრებით წარუდგნენ -  საკუთარ თავს უხეშად სჯიან. ქალებისთვის ნამდვილად ასეა: მეტად სწუხან საკუთარ წონასა და გარეგნობაზე, რაც  სოციალური მედიით ღვივდება. ეს შფოთვა და წუხილი   კი არაჯანსაღად კვებასა და სტრესს  იწვევს”, - განაცხადა მან.
ფსიქიკური ჯანმრთელობის საქველმოქმედო ორგანიზაციის  Mind-ის წარმომადგენელი, სტეფან ბაკლი დეპრესიისა და შფოთვის არსებობის რამდენიმე ფაქტორს გამოყოფს.
“ახალგაზრდები, რომლებსაც ისეთი ასაკი აქვთ რომ იმუშაონ, გაურკვეველი ეკონომიკის დროში ცხოვრობენ:  არიან უმუშევრები, აქვთ ვალები და ეჯახებიან სიღარიბეს. ამასთან, სოციალური მედია მყისიერი და ანონიმური ბუნებისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანებისთვის ადვილია,  დაუფიქრებელი და ზოგჯერ ცუდი რჩევის შემცველი კომენტარი დაწერონ,  რაც შეიძლება სხვა ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ნეგატიურად აისახოს. მნიშვნელოვანია, რომ ისეთ საიტებს, სადაც უარყოფითი ემოციის პროვოცირება ხდება, მოერიდოთ.  თუ, თავს ცუდად გრძნობთ, ან მგრძნობიარე ხართ, უმჯობესია ცოტა ხნით სოციალური მედიისგან დაისვენოთ”, - აცხადებს სტეფანი.


წყარო ...



უფასო კონსულტაციის დღეები.

აწუხებთ პირის ღრუს სიმშრალე? ნერწყვის ჭარბი გამოყოფა? საკვების მიღების დროს ტკივილი ან შესიება სახის მიდამოში ?


კლინიკის სიახლეები

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ექთნების საერთაშორისო დღე არაერთი საინტერესო ღონისძიებით აღინიშნა.