ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია: დედამიწის მოსახლეობის 92% დაბინძურებულ ჰაერს სუნთქავს

  • 02 ოქტომბერი 2016

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, პლანეტაზე მცხოვრები ყოველი 10 ადამიანიდან

9 დაბინძურებულ ჰაერს სუნთქავს.

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, მოსახლეობის 92% ისეთ რაიონებში ცხოვრობს, სადაც ჰაერის დაბინძურება ლიმიტს აჭარბებს და რომელსაც ფილტვის კიბოს, გულის დაავადებებისა და ინსულტის გამოწვევა შეუძლია. ამ კუთხით, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ყველაზე ცუდი მდგომარეობაა შექმნილი. აღნიშნული პრობლემა, განსაკუთრებით მწვავედ ღარიბ ქვეყნებში დგას.

ყოველწლიურად, დაახლოებით 3 მილიონი ადამიანი დაბინძურებული ჰაერით იღუპება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილ ანგარიშში ვკითხულობთ რომ, ჰაერის დაბინძურებით გარდაცვლილთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თურქმენეთში ფიქსირდება. ხუთეულში ასევე შევიდა: ტაჯიკეთი, უზბეკეთი, ავღანეთი და ეგვიპტე. ჩინეთი მეექვსე ქვეყანაა, სადაც ჰაერის დაბინძურებით გარდაცვლილთა რიცხვი საკმაოდ მაღალია.

“მდიდარი ქვეყნები ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების საკითხში უკეთეს შედეგს აჩვენებენ. ღარიბ ქვეყნებში კი სიტუაცია რთულდება”, - განაცხადა ორგანიზაციის წარმომადგენელმა, კარლოს დორამ.



წკარო...




უფასო კონსულტაციის დღეები.

გაწუხებთ პირის ღრუს სიმშრალე? ნერწყვის ჭარბი გამოყოფა? საკვების მიღების დროს ტკივილი ან შესიება სახის მიდამოში ?


კლინიკის სიახლეები

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ექთნების საერთაშორისო დღე არაერთი საინტერესო ღონისძიებით აღინიშნა.