ქირურგიის ეროვნული ცენტრის 70 წლის იუბილე

  • 30 ოქტომბერი 2016

კონსტანტინე ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის  ეროვნული ცენტრის 70 წლის იუბილე აღინიშნა.


ეროვნული ცენტრი – საუკეთესო ტრადიციების მქონე საავადმყოფოაა, რომელიც აკადემიკოსმა გრიგოლ მუხაძემ დაარსა  1946 წელს. 1948 წლიდან  ინსტიტუტს სათავეში ჩაუდგა  ცნობილი მეცნიერი, ქირურგი, საზოგადო მოღვაწე, აკადემიკოსი კონსტანტინე ერისთავი. სწორედ მის სახელთან არის დაკავშირებული ინსტიტუტის მშენებლობა და ფორმირება, უმნიშვნელოვანესი მიღწევები, სამეცნიერო-კვლევითი და სამკურნალო კომპლექსის შექმნა. ამ საავადმყოფოში ჩამოყალიბდა საქართველოში პირველად სხვადასხვა ქირურგიული და კარდიოლოგიური ოპერაციები, პირველად გაკეთდა თირკმლის ტრანსპლანტაციის ოპერაცია. იმ წლებში ინსტიტუტში მოღვაწეობდნენ სხვა თვალსაჩინო მეცნიერებიც: ელენე სემენსკაია, ეგნატე ფიფია, გიორგი იოსელიანი (რომელიც კონსტანტინე ერისთავის გარდაცვალების შემდეგ ჩუდგა სათავეში ინსტიტუტს), ოთარ ბურჯანაძე, გაიოზ ვასაძე, ნოდარ ბოხუა, გივი ხვედელიძე, თენგიზ ახმეტელი, ციალა აბაკელია, გიორგი ოდიშვილი, ჯუანშერ კანდელაკი, შალვა მახარაძე, თამარ ჟვანია, თინათინ ჯაფარიძე, გივი ფანცულაია, გიორგი გიორგაძე, ვლადიმერ ფუფინი, გიორგი ნაცვლისვილი, მარიამ მაჩაბელი, ალექსი ეფრემოვი, ავთანდილ ქურხული, ფილიპე დოლიძე, სერგო ჭილაია, გიორგი ტატისვილი, ლავრენტი მანაგაძე, ბადურ მოსიძე, გივი ორჯონიკიძე, გურამ რცხილაძე და სხვები და სხვები...
სწორედ აკადემიკოს კონსტანტინე ერისთავის დაბადების 127 წლის იუბილე აღინიშნება ქირურგიის ეროვნული ცენტრის საიუბილეო თარიღთან ერთად.
70 წლის იუბილეზე     ქირურგიის ეროვნული ცენტრში  ახალი სერვისების  პრეზენტაცია მოეწყო. ამ დღესთან დაკავშირებით სტუმრად იმყოფება SHIMADZU –ს ევროპის ოფისის პრეზიდენტი  მასუმო კავაი და  სხვა იაპონელი კოლეგები.
გაიმართა  აკად. კონსტანტინე ერისთავისა და ქირურგიის ეროვნული ცენტრის იუბილესადმი მიძღვნილი  მე–2  სამეცნიერო კონფერენცია სახელწოდებით „ინოვაციების  და თანამედროვე ტექნოლოგიების როლი სამედიცინო  პრაქტიკის განვითარებაში“.  კონფერენციაზე ქირურგიის ეროვნული ცენტრის სხვადასხვა პროფილის ექიმების მიერ  წარმოდგენილ იქნა ახალი თემები, ინოვაციები და ახალი ტექნოლოგიების გამოყენება პრაქტიკაში.
საიუბილეოდ შედგა წიგნი პრეზენტაცია - ქირურგიის ეროვნული ცენტრი ისტორია  1946 წლიდან დღემდე.
დღის ბოლოს  მე-2 სამეცნიერო კონფერენციაზე წარმოდგენილი თემებიდან გამარჯვებულების დაჯილდოვება შედგა.


სხვა სურათების სანახავად გადადით ბმულზე ...



რუსთავი ორის რეპორტაჟი



იმედის რეპორტაჟი






კლინიკის სიახლეები

თურქი ნეიროქირურგის უფასო კონსულტაცია ხერხემლის ნებისმიერი პათოლოგიისა და ნეიროქირურგიული პრობლემების მქონე პაციენტებისთვის

თურქი ნეიროქირურგის უფასო კონსულტაცია ხერხემლის ნებისმიერი პათოლოგიისა და ნეიროქირურგიული პრობლემების მქონე პაციენტებისთვის

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს 3, 4 და ასევე 10, 11 და 12 ივნისს სამუშაო ვიზიტით ეწვევა თურქეთში მოღვაწე ნეიროქირურგი, პროფესორი თუნჩ კოჩი.

კვლევა, რომელიც ოქროს სტანდარტია ონკოლოგიაში – რა არის PET/CT?

კვლევა, რომელიც ოქროს სტანდარტია ონკოლოგიაში – რა არის PET/CT?

PET/CT, ანუ პოზიტრონ–ემისიური ტომოგრაფია ბირთვული მედიცინის კვლევის მეთოდია, რომელიც უალტერნატივოა კიბოს დიაგნოსტირებაში.