კლინიკის წამყვანი ქირურგის და ენდოკრინოლოგის უფასო კონსულტაცია

ქირურგიის ეროვნული ცენტრის აქციები

სიმსუქნე თანამედროვე ეპოქის ერთ–ერთ სერიოზულ პრობლემად იქცა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, 1980 წლიდან დღემდე ეს მაჩვენებელი გაორმაგდა.

თუ გაწუხებთ ჭარბი წონა, გსურთ უსაფრთხოდ და უმტკივნეულოდ დაიკლოთ წონაში, ქირურგიის ეროვნული ცენტრი გთავაზობთ სლივ–გასტრექტომიის პროცედურას.

სლივ–გასტრექტომია არის კუჭის ვერტიკალური რეზექცია, მცირდება კუჭის მოცულობა. ამოსაკვეთ ნაწილთან ერთად იმ ჰორმონის გამომამუშავებელი უჯრედების მოცილებაც ხდება, რომელიც მადაზეა პასუხისმგებელი. საუბარია გრელინზე, რაც შიმშილის გრძნობას იწვევს.

დღეს ჩვენს ქალაქში არსებობს რამდენიმე კლინიკა, სადაც ასევე წარმატებით იყენებენ მკურნალობის ამ მეთოდს, მაგრამ სხვა სამკურნალო დაწესებულებებთან შედარებით, ჩვენი კლინიკა მულტიპროფილურია. სწორედ ამ უპირატესობის წყალობით, ქირურგიის ეროვნულ ცენტრში წლებია წარმატებით ხორციელდება სლივ–გასტრექტომიის ოპერაციები და მადლიერი პაციენტების რიცხვიც იზრდება. ჩვენი კლინიკის ექიმთა გუნდს აქვს 21–ე საუკუნის დაავადების, სიმსუქნის მკურნალობის ძალიან დიდი გამოცდილება.

მნიშვნელოვანია იმის გაანალიზება, რომ სიმსუქნე ქრონიკული დაავადებაა და არა კოსმეტიკური დეფექტი და მას თან შეიძლება ახლდეს მრავალი დაავადება რაც საფრთხეს უქმნის პაციენტის ჯანმრთელობას და აქვეითებს სიცოცხლის ხარისხს. ჭარბი კილოგრამების გამოთვლა ხდება შესაბამისი ფორმულის მიხედვით, რომელსაც სხეულის მასის ინდექსი ეწოდება (Body Mass Index) და გამოითვლება მეტრებში გაზომილი სიმაღლის კვადრატის შეფარდებით სხეულის წონასთან.  ნორმაში ეს მაჩვენებელი 18.5–დან 24.9–მდეა. 24.9–დან 29–ის ჩათვლით პაციენტს აქვს ჭარბი წონა, 30–დან კი ისმება სიმსუქნის დიაგნოზი. თუ მასის ინდექსი აჭარბებს 35–ს პაციენტს სიმსუქნის გარდა აღენიშნება თანმხლები დაავადებები (არტერიული ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, ართროზი და ა.შ) და სახეზეა მათი გართულებები, შესაძლებელია, ჩატარდეს სლივ–გასტრექტომია, ვინაიდან ეს ხელს შეუწყობს ზემოთაღნიშნული დააავადებების რეგრესს. თუმცა სლივ–გასტრექტომია განსაკუთრებით ეფექტურია პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ მორბიდული სიმსუქნე (მასის ინდექსი აჭარბებს 40–ს).

კლინიკა აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის, ერთ–ერთი წარმატებული ამერიკული ტრანსნაციონალური კორპორაციის Johnson&Johnson–ის კომპანიის ETHICON–ის აპარატით, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ოპერაციის წარმატებაში და ამცირებს გართულების რისკს. ოპერაციიდან მეორე დღეს პაციენტი ფეხზე დგება, აქტიურდება და ხუთ დღეში ეწერება ბინაზე, ხოლო ერთ თვეში იწყებს ვარჯიშს.

პაციენტის ოპერაციამდელ მომზადებას უზრუნველყოფს ჩვენი კლინიკის ექიმთა გუნდი; ქირურგის, კარდიოლოგის, ფსიქოთერაპევტის, თერაპევტის, ენდოკრინოლოგისა და დიეტოლოგის შემადგენლობით. მათ მიერ ინიშნება და რეალიზდება გამოკვლევის სრული კურსი. 24 საათის განმავლობაში პაციენტის განკარგულებაშია კომპიუტერული და მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია. გუნდური მუშაობის წყალობით ქირურგიის ეროვნული ცენტრი აღწევს წარმატებულ შედეგებს. რამდენიმე პროფილის ექიმი გუნდურად უზრუნველყოფს როგორც ოპერაციამდელ მომზადებას, ასევე ოპერაციის შემდგომ წონის კორექციისა და ჯანმრთელობის მონიტორინგს.

სასურველია, ოპერაციამდე დაახლოებით 1 თვით ადრე პაციენტმა მიმართოს ენდოკრინოლოგს. მიზანშეწონილია ექიმის მიერ შეფასდეს პაციენტის ზოგადი მდგომარეობა და თუ მას აღენიშნება თანმხლები დაავადებები ამ პერიოდში უნდა მოხდეს მათი კომპენსაცია. ქირურგიული ჩარევით მიღებული შედეგი არის ინდივიდუალური და დამოკიდებულია  იმაზე თუ პაციენტს რამდენი კილოგრამი აქვს ჭარბი. ზედმეტი კილოგრამების დაკლება ხდება ეტაპობრივად თუმცა შედეგი გაცილებით ეფექტურია ვიდრე ეს შეიძლება დადგეს მხოლოდ დიეტოთერაპიის ფონზე, ვინაიდან დიეტა ხშირად ბეზრდება პაციენტს და თვითნებურად წყვეტს, ხოლო ოპერაციის შემდეგ მცირდება კუჭის მოცულობა. შესაბამისად, პაციენტს ანაყრებს ნაკლები საკვები და შედეგიც სახეზეა.

მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ ოპერაციული ჩარევის შემდეგაც კლება მიმდინარეობს ეტაპობრივად ექიმი ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ, რათა სწრაფი კლება ორგანიზმმა არ აღიქვას სტრესად და ამ ფონზე თავი არ იჩინოს ჯანმრთელობის სხვა სახის პრობლემებმა. ამისათვის კლინიკაში მობილიზებულია ექიმთა გუნდი, რომლებიც ადეკვატურად მართავენ პოსტოპერაციულ პერიოდს, რათა მინიმუმადე იყოს დაყვანილი გართულება და ოპერაციის გვერდითი მოვლენები.

კლინიკას პრაქტიკულად არ ჰქონია გართულებული შემთხვევები, თუმცა საჭიროების შემთხვევაში პაციენტი უზრუნველყოფილი იქნება ძლიერი კარდიოლოგიური, თერაპიული ან ინტენსიური თერაპიის სამკურნალო მხარდაჭერით.

სლივ–გასტრექტომიის ოპერაცია ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის და კერძო სადაზღვევო კომპანიების მიერ თანაგადახდის პრინციპით.


ქირურგიის ეროვნული ცენტრი მუდამ თქვენს სამსახურშია!

მობრძანდით, გამოიყენეთ ჩვენი სამედიცინო რესურსი და ინტელექტუალური პოტენციალი.

უფასო კონსულტაციაზე ჩასაწერად გთხოვთ, დაუკავშირდეთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის ქოლ–ცენტრს ნომერზე 577 119 119


გისურვებთ ჯანმრთელობას!



კლინიკის სიახლეები

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ექთნების საერთაშორისო დღე არაერთი საინტერესო ღონისძიებით აღინიშნა.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია

ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია

„ავერსის“ საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც კოლორექტალური კიბოს მართვის თანამედროვე პრინციპებს მიეძღვნა.