მარილის დოზის შემცირებით მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გადარჩება!

  • 2017.01.11

ბევრ ადამიანს ავიწყდება, რომ კვების რაციონში უნდა აკონტროლოს არა მხოლოდ შაქრის, არამედ მარილის დოზაც.


მეცნიერები აცხადებენ, რომ კარტოფილის თუნდაც ერთ შეკვრა ჩიფსზე უარის თქმით სიცოცხლის გახანგრძლივებაა შესაძლებელი. ექსპერტების რეკომენდაციის მიუხედავად, ამერიკელები თითქმის ორმაგი რაოდენობით იღებენ მარილს, რომელიც ზრდის გულის დაავადებების განვითარების რისკს.

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, დღეში მარილის რაოდენობის 200 მილიგრამით (ეს დოზა 1 შეკვრა ჩიფსის ეკვივალენტია) შემცირების წყალობით ათასობით ადამიანი გადაურჩება სიკვდილს.

ოფიციალური მონაცემებით, მსოფლიოში ყოველწლიურად გულის დაავადებით 1.6 მილიონი ადამიანი იღუპება.   

„კვების რაციონში გადაჭარბებული მარილის დოზა ყოველწლიურად უამრავი ადამიანის სიკვდილს იწვევს“, – აცხადებს კვლევის ავტორი, ტაფტსის უნივერსიტეტის პროფესორი, დარიუშ მოზაფარიანი. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ნატრიუმის მაღალი დონე ჰიპერტენზიის რისკს ზრდის, რაც შესაძლოა გულის შეტევით ან ინსულტით დასრულდეს. ამასთან, დიდია თირკმლის უკმარისობისა და კუჭის კიბოს რისკი. 


წყარო ...



ქირურგიის ეროვნული ცენტრის აქციები

კლინიკის სიახლეები

კლინიკის სერვისები

კლინიკის ტექნოლოგიები

კლინიკის ექიმები

კლინიკის ვაკანსიები

ხშირად დასმული კითხვები  (დაუსვი შეკითხვა ექიმს)





კლინიკის სიახლეები

ქირურგიის ეროვნული ცენტრის ტრავმატოლოგიის დეპარტამენტი 24 საათი თქვენს სამსახურში!

ქირურგიის ეროვნული ცენტრის ტრავმატოლოგიის დეპარტამენტი 24 საათი თქვენს სამსახურში!

ჩვენი კლინიკის ტრავმატოლოგიის სამსახური გთავაზობთ ნებისმიერი მდებარეობისა და სიმძიმის ტრავმული დაზიანების მკურნალობას 24 საათიან რეჟიმში.