მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია – დიაგნოსტირების ოქროს სტანდარტი!

მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია – დიაგნოსტირების ოქროს სტანდარტი!

მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია – დიაგნოსტირების ოქროს სტანდარტი!




გამარჯობა, მე გახლავართ ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიოლოგიური განყოფილების ექიმი, ანა სამხარაძე.

მინდა გესაუბროთ დიაგნოსტიკური კვლევის ერთ-ერთ ყველაზე ინფორმატიულ მეთოდზე- მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიაზე, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია თანამედროვე მედიცინა. ეს გახლავთ მეთოდი, რომელიც გამოიყენება რადიოლოგიაში სხეულის ანატომიური და ფიზიოლოგიური კვლევისთვის, სრულიად უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის, რადგან კვლევის დროს არ ხდება ადამიანის ქსოვილებისა და შინაგანი ორგანოების რენტგენული დასხივება და არ გამოიყენება იონიზირებული რადიაცია. ასევე მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფიის ჩატარება დასაშვებია ორსულთათვის, სასურველია მეორე ტრიმესტრიდან.
ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ფუნქციონირებს TOSHIBA - ს ფირმის უახლესი თაობის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი VANTAGE ELAN 2015 წლის მოდელი, რომელიც თავისი შესაძლებლობებით ერთ-ერთი საუკეთესოა მის კლასში. აპარატი აღჭურვილია მძლავრი ტექნოლოგიური პაკეტებით და კვლევის უახლესი რეჟიმებით. გამოირჩევა გამოსახულების მაღალი ხარისხით, უსწრაფესი ვიზუალიზაციით და მინიმალური ხმაურის დონით.

მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია საუკეთესოა ნევროლოგიური, ორთოპედიული, ანგიოლოგიური, ონკოლოგიური და გინეკოლოგიური დაავადებების გამოვლენისთვის. ძალზედ მნიშვნელოვანია მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის როლი პრევენციის თვალსაზრისით, რათა პაციენტს დროულად აღმოვუჩინოთ ფარულად მიმდინარე ონკოლოგიური დაავადებები და თავის ტვინის სისხლძარღვოვანი პათოლოგიები, კერძოდ ანევრიზმები, ამგვარი დაავადებების ადრეული გამოვლენის შემთხვევაში შესაძლებელია მათი წარმატებული მკურნალობა.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიოლოგიური სამსახურის ექიმთა გუნდი 24 საათის განმავლობაში უზრუნველყოფს დროულ და კვალიფიციურ დიაგნოსტირებას.

გვენდეთ, მობრძანდით ჩვენს კლინიკაში და ერთად ვიზრუნოთ თქვენს ჯანმრთელობაზე.