ერთად ვიზრუნოთ თქვენს ჯანმრთელობაზე!

  • 14 მარტი 2017

ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმებმა მორიგი უფასო გასინჯვის  აქცია  სოფელ  მარტყოფისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობას ჩაუტარეს.


ქირურგიის ეროვნული ცენტრი - დიდი ტრადიციების მქონე მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი პოლიპროფილური საავადმყოფოა, სადაც ფართოდაა დანერგილი  დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები,  ლაპარასკოპიული და ენდოსკოპიური  ოპერაციული მედიცინის მიღწევები, მაღალ დონეზეა განვითარებული ისეთი სერვისები, როგორიცაა ქირურგია, უროლოგია, გინეკოლოგია, ტრავმატოლოგია, ნეიროქირურგია, ტრანსპლანტოლოგია, ნევროლოგია, ჰემატოლოგია, ნეფროლოგია, კარდიოლოგია, თერაპია, ალერგოლოგია, ტოქსიკოლოგია, კრიტიკული მედიცინა.           
აქციის ფარგლებში უფასო კონსულტაციები  აწარმოეს  ცენტრის სხვადასხვა პროფილის  მაღალპროფესიონალმა ექიმებმა: ზოგადი ქირურგი, ტრავმატოლოგი,   გინეკოლოგი, უროლოგი, ოფთალმოლოგი, თერაპევტი, კარდიოლოგი, ნევროპათოლოგი,  ექოსკოპისტი.
საჭიროების შემთხვევაში პაციენტებს  ჩაუტარდათ უფასო ექოსკოპიური და კარდიოლოგიური  გამოკვლევები, გლუკოზის განსაზღვრა სისხლში.  
აქციის მნიშვნელოვანი ბენეფიტია ის, რომ ქირურგიის ეროვნული ცენტრი გასინჯულ პაციენტებს  უზრუნველყოფს საჭირო მედიკამენტებით.
კ. ერისთავის სახ.ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი –  საუკეთესო ტრადიციები, მაღალი პროფესიონალიზმი და  ხელმისაწვდომი ფასები 1946 წლიდან  დღემდე...



კლინიკის სიახლეები

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ექთნების საერთაშორისო დღე არაერთი საინტერესო ღონისძიებით აღინიშნა.