როცა ბავშვს სრულფასოვნად არ სძინავს

  • 20 მარტი 2017

მშვიდი ძილი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია და განსაკუთრებით სასარგებლოა ბავშვებისთვის.


მეცნიერები აცხადებენ, რომ როცა პატარას საკმარისად არ სძინავს იზრდება შემეცნებითი და ქცევითი პრობლემების რისკი. კვლევამ ცხადყო, რომ როცა პატარას სრულფასოვნად არ სძინავს წლების შემდეგ თავს იჩენს რიგი პრობლემები.

„ნაშრომზე მუშაობისას გამოვლინდა, რომ იმ პატარებს, რომლებსაც რეკომენდებული დროით არ სძინავთ, უჭირთ ერთ საქმეზე კონცენტრირება, ვერ აკონტროლებენ ემოციებს და ვერ ახერხებენ პრობლემის გადაჭრას“, – აცხადებს კვლევის ავტორი მეცნიერი, ელსი ტავერასი.

მეცნიერთა ჯგუფი დააკვირდა 1046 ბავშვს. მკვლევარები დაინტერესდნენ თუ რამდენი საათით ეძინათ პატარებს 6 თვის, 3 და 7 წლის ასაკში.

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, იმ პატარებს, რომლებსაც დღეში 10 საათზე ნაკლები სძინავთ სხვებთან შედარებით ნაკლები შეფასება აქვთ.

მეცნიერი გირჩევთ, რომ პატარას მშვიდ ძილს ხელი შეუწყოთ და ბავშვის საძინებლიდან გაიტანოთ ნებისმიერი ხელსაწყო, რომელსაც აქვს ეკრანი ან გამოსცემს ხმოვან სიგნალს.


წყარო ...


კლინიკის სიახლეები

თურქი ნეიროქირურგის უფასო კონსულტაცია ხერხემლის ნებისმიერი პათოლოგიისა და ნეიროქირურგიული პრობლემების მქონე პაციენტებისთვის

თურქი ნეიროქირურგის უფასო კონსულტაცია ხერხემლის ნებისმიერი პათოლოგიისა და ნეიროქირურგიული პრობლემების მქონე პაციენტებისთვის

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს 3, 4 და ასევე 10, 11 და 12 ივნისს სამუშაო ვიზიტით ეწვევა თურქეთში მოღვაწე ნეიროქირურგი, პროფესორი თუნჩ კოჩი.

კვლევა, რომელიც ოქროს სტანდარტია ონკოლოგიაში – რა არის PET/CT?

კვლევა, რომელიც ოქროს სტანდარტია ონკოლოგიაში – რა არის PET/CT?

PET/CT, ანუ პოზიტრონ–ემისიური ტომოგრაფია ბირთვული მედიცინის კვლევის მეთოდია, რომელიც უალტერნატივოა კიბოს დიაგნოსტირებაში.