სხეულის მასის მაღალი ინდექსი ღვიძლის დაავადებების განვითარებას უწყობს ხელს

ჭარბი წონა

თუ ახალგაზრდა ადამიანის სხეულის მასის ინდექსი მაღალია, წლების შემდეგ ღვიძლის დაავადების რისკი იზრდება.


მთელ მსოფლიოში სიმსუქნე ერთ–ერთ ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს. მეცნიერები შიშობენ, რომ 2030 წლისთვის მილიარდი ადამიანი ჭარბწონიანი იქნება. როცა სხეულის მასის ინდექსი 30–ზე მაღალია, ექიმი სვამს ჭარბი წონის დიაგნოზს. ოფიციალური სტატისტიკით, აშშ–ში 35% მსუქანია.

ზედმეტი კილოგრამი ზრდის გულის დაავადებების, დიაბეტის, კიბოსა და ოსტეოართრიტის განვითარების რისკს. მკვლევარები განმარტავენ, რომ როცა ახალგაზრდას ზედმეტ წონასთან დაკავშირებული პრობლემა აქვს, წლების შემდეგ იზრდება ღვიძლის დაავადებების რისკი. 

შვედეთში მდებარე ინსტიტუტის Karolinska University Hospital მეცნიერებმა საინტერესო ნაშრომი წარმოადგინეს. ისინი დააკვირდნენ 1.2 მილიონ შვედ მამაკაცს.

კვლევის დროს ყურადღება გაამახვილეს ისეთ რისკ–ფაქტორებზე როგორიცაა სიგარეტი და ალკოჰოლი. ექსპერიმენტმა ცხადყო, რომ წლების მატებასთან ერთად, ნორმალური წონის მქონე მამაკაცებთან შედარებით, ჭარბწონიანებში 50%–ით მაღალია ღვიძლის დაავადებების რისკი. ამასთან, დიაბეტის ტიპი 2 მქონე მსუქან მამაკაცებში სამჯერ მაღალია ღვიძლის პრობლემები. 

მეცნიერები აცხადებენ, რომ აუცილებელია ახალგაზრდამ ნორმალურ წონაზე იზრუნოს, ზედმეტ კილოგრამებს დაემშვიდობოს და ხანდაზმულ ასაკში, ამ გზით დაიცვან თავი ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემებისგან.


წყარო ...


კლინიკის სიახლეები

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ექთნების საერთაშორისო დღე არაერთი საინტერესო ღონისძიებით აღინიშნა.