მეცნიერებმა თაგვები ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსისგან განკურნეს?

  • 03 მაისი 2017

მეცნიერებმა უმკურნალეს HIV ვირუსის მატარებელ ცოცხალ თაგვებს.


HIV – ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის მკურნალობისთვის, მკვლევარებმა გამოიყენეს პროკარიოტის დნმ სახელწოდებით CRISPR. როგორც ამერიკელმა მეცნიერებმა განაცხადეს, კვლევის დროს, მათ მთლიანად ამოკვეთეს HIV დნმ, რომელიც ადამიანის უჯრედებიდან თაგვის ორგანიზმში იყო იმპლანტირებული – მკვლევარებმა შეძლეს ინფექციის გავრცელების პრევენცია.       
ეს არის პირველი კვლევა, როცა მეცნიერებმა ცხოველის მოდელზე ვირუსის სრული განადგურება შეძლეს.
კვლევაზე მუშაობდნენ University of Pittsburgh–ისა და Temple University–ს მკვლევარები.  
როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ექსპერიმენტში გამოიყენეს „ჰუმანიზირებული“ მოდელი – თაგვებს გადაუნერგეს ადამიანის იმუნური უჯრედები, ინფიცირებული ვირუსით.   
კვლევას ხელმძღვანელობდა მეცნიერი, უენჰუი ჰუ.

მეცნიერთა ჯგუფმა ტესტირებაში ჩართო 3 ჯგუფი:
•    პირველ ჯგუფში თაგვები დააინფიცირეს HIV-1 ვირუსით.
•    მეორე ჯგუფი დაინფიცირებული იყო EcoHIV–ის რთული შემთხვევით. 
•    მესამე ჯგუფში გამოიყენეს HIV-1–ით დაინფიცირებული ადამიანის იმუნური უჯრედები.
•    თითოეულ ჯგუფს მკურნალობდნენ CRISPR/Cas9–ით. შედეგად, მთლიანად ამოკვეთეს ვირუსების ფრაგმენტები, რომელიც თაგვის ქსოვილებსა და ორგანოებში, ინფიცირებული ადამიანის უჯრედებიდან ლატენტურად იყო გადანერგილი.          
მეცნიერები აცხადებენ, რომ ეს კვლევა არის წარმატებული ნაბიჯი HIV ინფექციის მკურნალობის პროცესში.  


წყარო ...

კლინიკის სიახლეები

თურქი ნეიროქირურგის უფასო კონსულტაცია ხერხემლის ნებისმიერი პათოლოგიისა და ნეიროქირურგიული პრობლემების მქონე პაციენტებისთვის

თურქი ნეიროქირურგის უფასო კონსულტაცია ხერხემლის ნებისმიერი პათოლოგიისა და ნეიროქირურგიული პრობლემების მქონე პაციენტებისთვის

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს 3, 4 და ასევე 10, 11 და 12 ივნისს სამუშაო ვიზიტით ეწვევა თურქეთში მოღვაწე ნეიროქირურგი, პროფესორი თუნჩ კოჩი.

კვლევა, რომელიც ოქროს სტანდარტია ონკოლოგიაში – რა არის PET/CT?

კვლევა, რომელიც ოქროს სტანდარტია ონკოლოგიაში – რა არის PET/CT?

PET/CT, ანუ პოზიტრონ–ემისიური ტომოგრაფია ბირთვული მედიცინის კვლევის მეთოდია, რომელიც უალტერნატივოა კიბოს დიაგნოსტირებაში.