როგორ დავიკლოთ წონაში?

  • 03 მაისი 2017

ზაფხულამდე ცოტა დრო დარჩა.


თუ გსურთ, საცურაო კოსტუმის სეზონს ლამაზი ტანით შეხვდეთ, გაითვალისწინეთ ეს რეკომენდაციები. როგორც წესი, როცა ადამიანს წონაში დაკლება სურს, იცავს დიეტას, ყიდულობს სპორტდარბაზის აბონიმენტს, არჩევს მისთვის სასარგებლო ვარჯიშებს – თუმცა ამ დროს არავის ახსენდება, რომ ძილი ძალიან მნიშვნელოვანია.

რა სარგებლობა მოაქვს ძილს?
•    როცა ღამით, რეკომენდებული დროით, 8 საათის განმავლობაში გძინავთ, ჯანსაღ რაციონს ანიჭებთ უპირატესობას, მაგრამ თუ საკმარისად ვერ გამოიძინეთ და დაღლილი ხართ მიირთმევთ არაჯანსაღ პროდუქტებს.
•    მშვიდი ძილის წყალობით შიმშილის შეგრძნება აღარ გაწუხებთ. როცა ღამით საკმარისი დოზით არ გძინავთ, ჰორმონის დონე ბალანსს კარგავს. ამ დროს მცირდება ჰორმონ ლეპტინის დონე, რომელიც არეგულირებს მადას და გვამცნობს საკმარისად მივირთვით თუ არა.
•    წონაში კლების პროგრამა გაცილებით ეფექტურია მაშინ, როცა ადამიანს ღამით 8 საათის განმავლობაში მშვიდად სძინავს და სტრესს არ განიცდის. 8 საათზე ნაკლები ან მეტი დროით ძილი უარყოფითად აისახება თქვენი წელის გარშემოწერილობაზე.
•    მშვიდი ძილის წყალობით გიჩნდებათ ვარჯიშის სურვილი. მათ ვისაც უძილობა აწუხებთ ან ძილთან დაკავშირებული პრობლემა აქვთ, ენერგიის ნაკლებობას გრძნობენ და ვარჯიშიც ეზარებათ. რასაკვირველია, ამ დროს ფიზიკური აქტივობის ნაცვლად, ტელევიზორის წინ ნებივრობა ურჩევნიათ.
•    როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ადამიანი ძილში 50–100 კალორიას ემშვიდობება.


წყარო ...

კლინიკის სიახლეები

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ექთნების საერთაშორისო დღე არაერთი საინტერესო ღონისძიებით აღინიშნა.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია

ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია

„ავერსის“ საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც კოლორექტალური კიბოს მართვის თანამედროვე პრინციპებს მიეძღვნა.