როცა დედა მუცელს ეხება – რას გრძნობს საშვილოსნოში მყოფი პატარა?

  • 03 მაისი 2017

მეცნიერები აცხადებენ, რომ საშვილოსნოში მყოფი ნაყოფი მუცელზე დედის შეხებას გრძნობს.



მკვლევარებმა ექსპერიმენტისას გამოიყენეს სამგანზომილებიანი ულტრაბგერითი გამოსახულება. მეცნიერებს აინტერესებდათ თუ რა რეაქცია ექნებოდა ბავშვს, როცა სხვადასხვა ადამიანი დედის მუცელს შეეხებოდა.

პატარას ყველაზე მძაფრი რეაქცია მაშინ ჰქონდა, როცა მუცელს დედა ეხებოდა – ტესტირებამ ცხადყო, რომ საშვილოსნოში მყოფი ბავშვი გრძნობს თუ ვინ ეხება დედიკოს მუცელზე. შესაძლოა ამით აიხსნებოდეს ის ფაქტი, რომ დედა ბავშვის საშვილოსნოში მოძრაობას მაშინ გრძნობს, როცა მუცელს თავად ეხება. კვლევას კურირებდა დანდის უნივერსიტეტის ფსიქოლოგი, ვიოლა მერქსი.

„ორსულობისას, დედა სპონტანურად და ზოგჯერ განგებ ეხება მუცელს და ამის მიზეზია ის, რომ ხშირად დაამყაროს კავშირი საშვილოსნოში მოკალათებულ შვილთან“, – აცხადებს ვიოლა. 


წყარო ...

კლინიკის სიახლეები

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ექთნების საერთაშორისო დღე არაერთი საინტერესო ღონისძიებით აღინიშნა.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია

ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია

„ავერსის“ საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც კოლორექტალური კიბოს მართვის თანამედროვე პრინციპებს მიეძღვნა.