რა კავშირია ჭარბ წონასა და თირკმლის კიბოს შორის?

  • 03 მაისი 2017

ავთვისებიან სიმსივნეთა შორის, თირკმლის კიბო გავრცელების მხრივ მე–10 ადგილს იკავებს.


როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ბოლო 10 წლის განმავლობაში მხოლოდ ინგლისში ჭარბი წონის გამო თირკმლის კიბოს 20 000 შემთხვევა გამოვლინდა. მეცნიერები ფიქრობენ, რომ სიმსუქნემ შესაძლოა გავლენა იქონიოს ჰორმონ ინსულინზე და ხელი შეუწყოს სახიფათო დაავადების განვითარებას. ამასთან, თირკმლის კიბოს შემთხვევათა მეოთხედი დაკავშირებულია ზედმეტ წონასთან და ასეთივე შედეგია გამოვლენილი მოწევის გამო.

„თირკმლის კიბოს შემთხვევების რიცხვი გაზრდილია. სიმსუქნე და ჭარბი წონა კიბოს 13 ტიპთანაა დაკავშირებული, მათ შორის თირკმლის კიბოსთან“, – აცხადებს ბრიტანეთში მდებარე კიბოს კვლევითი ორგანიზაციის მეცნიერი, ჯული შარფი.

ყოველწლიურად ბრიტანეთში თირკმლის კიბოს 11 900 შემთხვევა ვლინდება და დაავადებისგან 4300 ადამიანი იღუპება.

მკვლევარები დაზუსტებით ვერ განმარტავენ თუ რატომ შეიძლება იყოს ზედმეტი ცხიმი თირკმლის კიბოს გამომწვევი მიზეზი, მაგრამ ეჭვობენ, რომ მას კავშირი აქვს ინსულინთან. მოგეხსენებათ, ჭარბი წონა ხელს უწყობს ინსულინრეზისტენტობას.


წყარო ...

კლინიკის სიახლეები

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ექთნების საერთაშორისო დღე არაერთი საინტერესო ღონისძიებით აღინიშნა.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია

ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია

„ავერსის“ საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც კოლორექტალური კიბოს მართვის თანამედროვე პრინციპებს მიეძღვნა.