გულის შეტევის რისკის წინაშე მყოფი ადამიანები, არ ფიქრობენ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე

  • 04 მაისი 2017

ამერიკის გულის ასოციაციის წარმომადგენლებმა საინტერესო კვლევა ჩაატარეს.


მკვლევარებმა შეისწავლეს 45 443 ზრდასრულის ცხოვრების სტილი და კვების რაციონი. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ყოველი 5 ადამიანიდან ერთი გულის შეტევის რისკის წინაშეა, მაგრამ ეს საკითხი ნაკლებად აწუხებს და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის არაფერს აკეთებს.

მეცნიერებმა ჰკითხეს რესპონდენტებს თუ ჰქონდათ სურვილი, რომ გაეუმჯობესებინათ ფიზიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა. კვლევაში მონაწილეთა 17.7% თვლის, რომ არ სჭირდება ვარჯიში ან ჯანსაღი კვება. ეს არის კატეგორია, სადაც მონაწილეობდნენ გულის სერიოზული პრობლემების მქონე ადამიანები. მონაწილეთა 80% კი აცხადებს, რომ ჯანმრთელობისთვის აუცილებელი და სასარგებლოა ცხოვრების წესის ცვლილება.

8 რისკ–ფაქტორი, რომელიც გულის შეტევის განვითარებას უწყობს ხელს და რომლის გამოსწორება/მართვა ადამიანს შეუძლია:
•    სიგარეტის მოწევა.
•    ჰიპერტენზია.
•    დიაბეტი.
•    სიმსუქნე.
•    სტრესი.
•    ჭარბი დოზით ალკოჰოლი.
•    არააქტიური ცხოვრების წესი.
•    არაჯანსაღი კვების რაციონი.


წყარო ...

კლინიკის სიახლეები

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ექთნების საერთაშორისო დღე არაერთი საინტერესო ღონისძიებით აღინიშნა.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია

ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია

„ავერსის“ საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც კოლორექტალური კიბოს მართვის თანამედროვე პრინციპებს მიეძღვნა.