რამდენიმე მიზეზი თუ რატომ ვერ იშორებთ ღიპს

  • 04 მაისი 2017

მუცლის არეში ზედმეტი ცხიმი არ არის მხოლოდ ვიზუალური პრობლემა – ჯანმრთელობისთვისაა სახიფათო.


ვისცერალური ცხიმი წარმოადგენს მდგომარეობას, როცა ცხიმი შინაგან ორგანოებზეა შემოსაზღვრული. იზრდება გულის დაავადებების, დიაბეტი ტიპი 2, ინსულინრეზისტენტობისა და კიბოს რისკი. თუ ჯანსაღად იკვებებით, ვარჯიშობთ, მაგრამ ამის მიუხედავად ზედმეტ კილოგრამებს ვერ დაემშვიდობეთ შესაძლოა ამაში დამნაშავე იყოს ჰორმონული ფონი, თქვენი ასაკი ან სხვა გენეტიკური ფაქტორები.

წარმოგიდგენთ რამდენიმე მიზეზს რის გამოც ვერ აღწევთ სასურველ შედეგს:
•    ასაკი გემატებათ.
•    არასწორად ვარჯიშობთ.
•    დიდი რაოდენობით მიირთმევთ გადამუშავებულ პროდუქტებს.
•    უარს ამბობთ ჯანსაღ ცხიმებზე.
•    ვარჯიშს დიდ დროს არ უთმობთ. ღიპისგან გათავისუფლება დიდ ძალისხმევასა და დროს მოითხოვს.
•    სტრესს განიცდით. როცა ადამიანი სტრესულ გარემოში ცხოვრობს, ზედმეტ კილოგრამებთან გამკლავება სხვებთან შედარებით მეტად უჭირს.
•    მშვიდად, რეკომენდებული დროით 8 საათის განმავლობაში არ გძინავთ. 
•    ე.წ. ვაშლის ფორმის აღნაგობა გაქვთ. როცა მუცლის გარშემოწერილობა თეძოზე დიდია. ამ დროს ცხიმის დიდი ნაწილი ღიპზე ნაწილდება.
•    არ ხართ საკმარისად მოტივირებული. ყველას გვყავს თუნდაც ერთი ნაცნობი, რომელიც მსუქანია, აცხადებს რომ დიეტაზეა და წონაში დაკლება გადაწყვიტა თუმცა რეალურად არაფერს აკეთებს ან საქმე ბოლომდე არასდროს მიჰყავს.


წყარო ...

კლინიკის სიახლეები

თურქი ნეიროქირურგის უფასო კონსულტაცია ხერხემლის ნებისმიერი პათოლოგიისა და ნეიროქირურგიული პრობლემების მქონე პაციენტებისთვის

თურქი ნეიროქირურგის უფასო კონსულტაცია ხერხემლის ნებისმიერი პათოლოგიისა და ნეიროქირურგიული პრობლემების მქონე პაციენტებისთვის

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს 3, 4 და ასევე 10, 11 და 12 ივნისს სამუშაო ვიზიტით ეწვევა თურქეთში მოღვაწე ნეიროქირურგი, პროფესორი თუნჩ კოჩი.

კვლევა, რომელიც ოქროს სტანდარტია ონკოლოგიაში – რა არის PET/CT?

კვლევა, რომელიც ოქროს სტანდარტია ონკოლოგიაში – რა არის PET/CT?

PET/CT, ანუ პოზიტრონ–ემისიური ტომოგრაფია ბირთვული მედიცინის კვლევის მეთოდია, რომელიც უალტერნატივოა კიბოს დიაგნოსტირებაში.