ღვიძლის ტკივილი – სიმპტომები და გამომწვევი მიზეზები

  • 05 მაისი 2017

ეს ტკივილი სავსებით შესაძლებელია სერიოზულ დაავადებაზე მიგვანიშნებდეს.


ჯანმრთელი ღვიძლი ორგანიზმს ინფექციებთან ბრძოლაში ეხმარება, წმენდს სისხლს და მეტაბოლიზმის ფუნქციონირებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. მნიშვნელოვანია გავარკვიოთ თუ რა იწვევს ამ ტკივილს და შევძლოთ სერიოზული დაავადებებისა თუ გართულებების პრევენცია. ოფიციალური სტატისტიკით, 30 მილიონ ადამიანში, ყოველი 10 ამერიკელიდან ერთს ღვიძლის დაავადების რაღაც ფორმა აქვს.  

რაც შეეხება, ღვიძლის დაავადების სიმპტომებს, ხშირად მაშინ ვლინდება, როცა მდგომარეობა უკვე პროგრესირებს. 

თუ სტატიაში ჩამოთვლილი რომელიმე სიმპტომი გეცნობათ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს:
•    მუცლის არეში ძლიერი ტკივილი.
•    ციებ–ცხელება.
•    შარდის მუქი ფერის შეფერილობა.
•    გულისრევა.
•    სრულიად უმიზეზოდ იკლებთ წონაში.
•    კანის სიყვითლე.
•    მუცელსა და ფეხებში სიმძიმის შეგრძნება. 
•    კანზე ქავილის შეგრძნება.
•    ქრონიკული დაღლილობა.
•    მადის დაკარგვა.

არსებობს ღვიძლის დაავადების გამომწვევი რამდენიმე მიზეზი მათ შორის:
•    ქოლანგიტი (ნაღვლის სადინრების არასპეციფიკური ანთება).
•    ჰეპატიტი.
•    ღვიძლის აბსცესი.
•    ციროზი.
•    ბადა–კიარის სინდრომი (დაავადება, რომელიც განპირობებულია ღვიძლის მსხვილი ვენების თრომბოზის შედეგად ღვიძლიდან ვენური სისხლის გადინების შეფერხებით).
•    ჭარბი დოზით ალკოჰოლი, რომელიც ვნებს ღვიძლის უჯრედებს.

ამასთან, ღვიძლის დაავადება შესაძლოა გამოწვეული იყოს სხვა მიზეზებით, მაგალითად:
•    ინფექცია.
•    იმუნური სისტემის პრობლემები.
•    გენეტიკური ფაქტორი.
•    მედიკამენტების ტოქსიკური ეფექტი.
•    კიბო.
•    ღვიძლში ცხიმის დაგროვება.


წყარო ...

კლინიკის სიახლეები

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ექთნების საერთაშორისო დღე არაერთი საინტერესო ღონისძიებით აღინიშნა.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია

ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია

„ავერსის“ საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც კოლორექტალური კიბოს მართვის თანამედროვე პრინციპებს მიეძღვნა.