ქალი, რომელმაც 300 კილო დაიკლო

  • 05 მაისი 2017

36 წლის ქალბატონი 500 კილოს იწონიდა.


არსებობს მოსაზრება, რომ ეგვიპტელი პაციენტი, ემან აჰმედი მსოფლიოში ყველაზე ჭარბწონიანი ქალია. ის მუმბაიში ჩავიდა, სადაც სლივ-გასტრექტომიის ოპერაცია ჩაუტარდა. ბარიატრიული ქირურგია სიმსუქნესთან დაკავშირებულ ქირურგიულ ჩარევას გულისხმობს. ოპერაცია ჩაატარა ქირურგმა, მუფაზალ ლაკდავალამ. ოპერაციის წყალობით პაციენტმა 300 კილო დაიკლო. როგორც ქირურგი ჟურნალისტებთან საუბარში განმარტავს, სრული გამოჯანმრთელებისთვის გარკვეული პროცედურებია დაგეგმილი და მკურნალობის კურსი გრძელდება.

„ემანის ძვლის სტრუქტურა სუსტია. რამდენიმე ქირურგიული ოპერაციაა საჭირო იმისთვის, რომ გამოსწორდეს მისი ბარძაყისა და მუხლის მდგომარეობა“, – აცხადებს ქირურგი.

ემანის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მას სახლი ბოლო 25 წელია არ დაუტოვებია.


წყარო ...

კლინიკის სიახლეები

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ექთნების საერთაშორისო დღე არაერთი საინტერესო ღონისძიებით აღინიშნა.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია

ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია

„ავერსის“ საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც კოლორექტალური კიბოს მართვის თანამედროვე პრინციპებს მიეძღვნა.