ახალშობილი სპირალით ხელში

  • 06 მაისი 2017

ეს არის ნამდვილი ინტერნეტ–სენსაცია.


დასავლურ გამოცემებში გავრცელდა ფოტო, სადაც აღბეჭდილია თუ როგორ უჭირავს ჩვილს ხელში საშვილოსნოსშიდა კონტრაცეპტიული სპირალი. სოციალური ქსელების მომხმარებლებმა ფოტოს უწოდეს ირონიული, რადგან ბავშვს ხელში უჭირავს სპირალი, რომელიც მის დედიკოს ფეხმძიმობისგან თავის დაცვაში უნდა დახმარებოდა.

ფოტოზე ასახულია ალაბამაში მცხოვრები ლუსი ჰელეინის ჩვილი სახელად დექსტერ ტაილერი. ის ლუსის მესამე შვილია. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ქალბატონი პროცედურიდან რამდენიმე დღეში დაფეხმძიმდა. ექიმებმა ე.წ. სპირალი საკეისრო კვეთის დროს, პლაცენტის უკან შენიშნეს.

კადრი სოციალურ ქსელში ატვირთეს და დიდი პოპულარობით სარგებლობს – ფოტო 71 000–ზე მეტმა ადამიანმა გააზიარა.

სპირალური კონტრაცეფცია 99%–ით ეფექტურია.


წყარო ...

კლინიკის სიახლეები

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ექთნების საერთაშორისო დღე არაერთი საინტერესო ღონისძიებით აღინიშნა.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია

ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია

„ავერსის“ საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც კოლორექტალური კიბოს მართვის თანამედროვე პრინციპებს მიეძღვნა.