თავს მარტო გრძნობთ?

  • 06 მაისი 2017

ბრიტანეთში მცხოვრები მილიონობით მამაკაცი მარტოობას მალავს.


კვირაში ერთხელ ბრიტანელი მამაკაცების 35% თავს მარტოსულად გრძნობს, ხოლო ამ უსიამოვნო შეგრძნებით 11% ყოველდღიურად იტანჯება. 18%–ში ამ გრძნობის მიზეზია ოჯახიდან წასვლა ან მეგობრებთან ურთიერთობის გაწყვეტა. 17% მიზეზად ასახელებს საყვარელ ადამიანთან დაშორებას, უმუშევრობასა და ოჯახის წევრის გარდაცვალებას. 65–დან 69 წლამდე ასაკის მამაკაცების 25% თვლის, რომ მარტოობაში დამნაშავეა ის ფაქტი, რომ პენსიაზე გავიდა.

კვლევა აწარმოეს ორგანიზაცია Commission by Royal Voluntary Service–ს მეცნიერებმა. ამასთან, კვლევაში მონაწილე მამაკაცები განმარტავენ, რომ 26 წელია ის ასაკი, როცა კაცს ჰყავს მეგობრების დიდი წრე. მონაწილეთა 7% აცხადებს, რომ არ ჰყავს მეგობრები, ხოლო 8% თვლის, რომ ახლო მეგობარი არ ჰყავს. მამაკაცების 28%–ს მუდმივი კონტაქტი აქვს მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან.    


წყარო ...

კლინიკის სიახლეები

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ექთნების საერთაშორისო დღე არაერთი საინტერესო ღონისძიებით აღინიშნა.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია

ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია

„ავერსის“ საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც კოლორექტალური კიბოს მართვის თანამედროვე პრინციპებს მიეძღვნა.