უფასო სამედიცინო გასინჯვების აქცია შაუმიანში

უფასო სამედიცინო გასინჯვების აქცია შაუმიანში

ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმებმა უფასო სამედიცინო გასინჯვების აქცია სოფელ შაუმიანში იძულებით გადაადგილებულ პირთა მოსახლეობას ჩაუტარეს.

ამ ლოზუნგით კ.ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმებმა უფასო სამედიცინო გასინჯვების აქცია სოფელ  შაუმიანში იძულებით გადაადგილებულ პირთა მოსახლეობას ჩაუტარეს. აქციის ფარგლებში უფასო კონსულტაციები აწარმოეს ცენტრის სხვადასხვა პროფილის მაღალ პროფესიონალმა ექიმებმა: ზოგადი ქირურგი, ტრავმატოლოგი, გინეკოლოგი, უროლოგი, ოფთალმოლოგი, თერაპევტი, კარდიოლოგი, ნევროპათოლოგი, ენდოკრინოლოგი, ექოსკოპისტი.
საჭიროების შემთხვევაში პაციენტებს ჩაუტარდათ უფასო ექოსკოპიური და კარდიოლოგიური კვლევები, გლუკოზის განსაზღვრა სისხლში.
აქციის მნიშვნელოვანი ბენეფიტს წარმოადგენდა ის, რომ ქირურგიის ეროვნული ცენტრი გასინჯულ პაციენტებს  გადასცემდა  საჭირო მედიკამენტებს,  რაც კომპანია "ავერსმა" უსასყიდლოდ მიაწოდა.
კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნულ ცენტრი - დიდი ტრადიციების მქონე მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი პოლიპროფილური საავადმყოფოა, სადაც ფართოდაა დანერგილი დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები, ლაპარასკოპიული და ენდოსკოპიური ოპერაციული მედიცინის მიღწევები, მაღალ დონეზეა განვითარებული ისეთი სერვისები, როგორიცაა ქირურგია, უროლოგია, გინეკოლოგია, ტრავმატოლოგია, ნეიროქირურგია, ტრანსპლანტოლოგია, ნევროლოგია, ჰემატოლოგია, ნეფროლოგია, კარდიოლოგია, თერაპია, ალერგოლოგია, ტოქსიკოლოგია, კრიტიკული მედიცინა.
კ. ერისთავის სახ.ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი – საუკეთესო ტრადიციები, მაღალი პროფესიონალიზმი და ხელმისაწვდომი ფასები 1946 წლიდან დღემდე ...