რა კავშირია ჰაერის დაბინძურებასა და კიბოს შორის?

  • 08 მაისი 2017

დაბინძურებული ჰაერი ჯანმრთელობისთვის სახიფათოა!



ნაშრომზე მუშაობდნენ ილინოისის უნივერსიტეტის მეცნიერები. რა კავშირია დაბინძურებულ ჰაერსა და კიბოს შორის? როგორც მკვლევარები განმარტავენ, დაავადების განვითარებაში, 50%–ში გავლენას ახდენს გენეტიკა, მაგრამ გარემოც ვნებს დნმ–ს, ცვლის გენის მუშაობის გზასა და ამასთან, გავლენას ახდენს მნიშვნელოვან ჰორმონებზე.

ჰაერის დაბინძურების გამო კიბოს დიაგნოზის შემთხვევათა რაოდენობა 10%–ით იზრდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, პლანეტაზე მცხოვრები ყოველი 10 ადამიანიდან 9 დაბინძურებულ ჰაერს სუნთქავს. დედამიწის მოსახლეობის 92% ისეთ რაიონებში ცხოვრობს, სადაც ჰაერის დაბინძურება ლიმიტს აჭარბებს და რომელსაც ფილტვის კიბოს, ასთმის, გულის დაავადებებისა და ინსულტის გამოწვევა შეუძლია.

ყოველწლიურად დაახლოებით 3 მილიონი ადამიანი დაბინძურებული ჰაერით იღუპება. ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ჰაერის დაბინძურებით გარდაცვლილთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თურქმენეთში ფიქსირდება. ხუთეულში ასევე შევიდა: ტაჯიკეთი, უზბეკეთი, ავღანეთი და ეგვიპტე. ჩინეთი მეექვსე ქვეყანაა, სადაც ჰაერის დაბინძურებით გარდაცვლილთა რიცხვი საკმაოდ მაღალია.

გაეროს ბავშვთა ფონდის ინფორმაციით, მსოფლიოს მასშტაბით 300 მილიონი ბავშვი ისეთ რაიონებში ცხოვრობს, სადაც ჰაერის დაბინძურება ლიმიტს აჭარბებს. ორგანიზაციის წარმომადგენლები რეკომენდაციას იძლევიან, რომ სკოლები და სათამაშო მოედნები ქარხნებთან და გზასთან ახლოს არ ააშენონ.


წყარო ...



ქირურგიის ეროვნული ცენტრის აქციები

კლინიკის სიახლეები

კლინიკის სერვისები

კლინიკის ტექნოლოგიები

კლინიკის ექიმები

კლინიკის ვაკანსიები

ხშირად დასმული კითხვები  (დაუსვი შეკითხვა ექიმს)





კლინიკის სიახლეები

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ექთნების საერთაშორისო დღე არაერთი საინტერესო ღონისძიებით აღინიშნა.