რა უნდა იცოდეთ თუ სიცხეში წყურვილს ენერგეტიკული სასმელით ებრძვით?

  • 09 მაისი 2017

მეცნიერები გვირჩევენ, რომ დღის განმავლობაში ხშირად დავლიოთ წყალი.



ეს რჩევა უნდა გაითვალისწინოს ყველამ და განსაკუთრებით იმ ადამიანებმა ვინც ზაფხულში ვარჯიშობენ. ამასთან, სასურველია, სიცხეში ფიზიკური დატვირთვის ინტენსივობა შეამციროთ ან ვარჯიშისგან დაისვენოთ. ცდებით თუ ფიქრობთ, რომ ჰიდრატაციაში ენერგეტიკული სასმელი დაგეხმარებათ. ზოგიერთი ადამიანი ვარჯიშის შემდეგ ან შესვენებისას წყლის ნაცვლად ენერგეტიკულ სასმელს იღებს. ზოგიერთ ადამიანს კი მსგავსი ტიპის სასმელები უყვარს და ამიტომ სვამს. მკვლევარები განმარტავენ, რომ ჭარბი დოზით კოფეინის შემცველი სასმელები გავლენას ახდენს გულის ფუნქციონირებაზე.

ენერგეტიკული სასმელები განსაკუთრებით სახიფათოა ზაფხულის ცხელ დღეებში. გაითვალისწინეთ, რომ ენერგეტიკული სასმელები დიდი რაოდენობით შეიცავს შაქარს. ამის გამო არსებობს წონაში მომატების, კარიესისა და სისხლში გლუკოზის დონის ზრდის რისკი. ენერგეტიკულ სასმელებში აღმოაჩენთ კოფეინს, რომელიც წარმოადგენს შარდმდენს და ამის გამო სიცხეში ადამიანი უფრო სწრაფად განიცდის დეჰიდრატაციას.

შესაძლოა გაიზარდოს არტერიული წნევა და არსებობს სხეულის გადახურების რისკი. ეს ეფექტი ხშირად მაშინ ვლინდება, როცა პიროვნების გულისცემის სიხშირე ვარჯიშის გამო ისედაც აჩქარებულია. აუცილებელია, რომ ვარჯიშის დროს მხოლოდ წყალი დალიოთ.

ამერიკის პედიატრთა ასოციაციის ინფორმაციით, ბავშვები ენერგეტიკულ სასმელებს უნდა მოერიდნენ.

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ენერგეტიკულის გამო ზოგიერთი ადამიანი ჰიპერაქტიულია.


წყარო ...



ქირურგიის ეროვნული ცენტრის აქციები

კლინიკის სიახლეები

კლინიკის სერვისები

კლინიკის ტექნოლოგიები

კლინიკის ექიმები

კლინიკის ვაკანსიები

ხშირად დასმული კითხვები  (დაუსვი შეკითხვა ექიმს)





კლინიკის სიახლეები

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ექთნების საერთაშორისო დღე არაერთი საინტერესო ღონისძიებით აღინიშნა.