რატომ უნდა წერონ დღიური განქორწინებულებმა?

  • 10 მაისი 2017

ადამიანის ცხოვრებაში განქორწინება ერთ–ერთი ყველაზე მტკივნეული მომენტია.



ამ მდგომარეობას ზოგიერთი მარტივად უმკლავდება, სხვებს კი უჭირთ ცხოვრების გაგრძელება და დეპრესიაში ვარდებიან.

ოჯახის დანგრევა ხშირად გავლენას ახდენს გულზე.

არიზონას უნივერსიტეტის მეცნიერები ფიქრობენ, რომ განქორწინების შემდეგ დღიურის წარმოება საუკეთესო საშუალებაა გულის ჯანმრთელობის გაუმჯობესებისა და ახალ სიტუაციასთან ადაპტირებისთვის. 

მკვლევარებმა ექსპერიმენტში ჩართეს 109 მამაკაცი და ქალბატონი. ყველა მათგანი პარტნიორთან 3 თვის დაშორებული იყო. მონაწილეები 3 ჯგუფად დაყვეს:
•    პირველი – წერდა საკუთარ გრძნობებზე, ურთიერთობასა და გამოცდილებაზე.
•    მეორე – წერდა ურთიერთობაზე და გამოხატავდა იმ ემოციებს, რომელიც ჰქონდა ურთიერთობის დასაწყისში, შაულედსა და დასასრულს. 
•    მესამე – ამ კატეგორიას დაავალეს, რომ სრულიად უემოციოდ დაეხასიათებინა ყოველდღიური საქმიანობა.      
ყველა მონაწილე დღიურს 20 წუთს უთმობდა. 

კვლევის დაწყებამდე და ყოველი ვიზიტის დროს, მეცნიერებმა შეაფასეს მათი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის მდგომარეობა.  
8 თვის შემდეგ დაფიქსირდა ასეთი შედეგი – მეორე ჯგუფში სხვებთან შედარებით, გულისცემის სიხშირე შემცირებული იყო – ამ კატეგორიაში ჯანმრთელობის მდგომარეობა ყველაზე უკეთ გაუმჯობესდა.


წყარო ...



ქირურგიის ეროვნული ცენტრის აქციები

კლინიკის სიახლეები

კლინიკის სერვისები

კლინიკის ტექნოლოგიები

კლინიკის ექიმები

კლინიკის ვაკანსიები

ხშირად დასმული კითხვები  (დაუსვი შეკითხვა ექიმს)





კლინიკის სიახლეები

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ექთნების საერთაშორისო დღე არაერთი საინტერესო ღონისძიებით აღინიშნა.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია

ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია

„ავერსის“ საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც კოლორექტალური კიბოს მართვის თანამედროვე პრინციპებს მიეძღვნა.