რატომ უნდა ვასწავლოთ პატარას მებაღეობა? – ბაღში ფუსფუსი ბავშვის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა

  • 10 მაისი 2017

მეცნიერები აცხადებენ, რომ მებაღეობა ვარჯიშის ერთ–ერთი კარგი ფორმაა.


სუფთა ჰაერზე ყოფნა ბავშვის ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა. როგორც მკვლევარები განმარტავენ ბაღში მუშაობა დადებითად აისახება ჭარბწონიან ბავშვებზე. ამ ტიპის ფიზიკური აქტივობის წყალობით პატარა წონაში დაკლებას მარტივად შეძლებს და ამასთან, გაერთობა.

ნაშრომზე მუშაობდნენ კალიფორნიის უნივერსიტეტის წარმომადგენლები. მათ ექსპერიმენტში ჩართეს 9–10 წლის ასაკის 230 ბავშვი.

ეს ბავშვები სკოლებში მებაღეობის გაკვეთილებს სწავლობდნენ. პროგრამის ფარგლებში მოსწავლე საკუთარ ბოსტნეულს ზრდიდა და შემდეგ სახლში მიჰქონდა, დედა კი სადილს ამზადებდა.

როგორც კვლევამ ცხადყო, მებაღეობის წყალობით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა. მეცნიერების თქმით, ზედმეტი კილოგრამების მქონე ბავშვებმაც წონაში გაცილებით ეფექტურად დაიკლეს – პატარებმა გააცნობიერეს, რომ ბოსტნეული ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა.

სკოლის მოსწავლეები, რომლებიც მებაღეობის გაკვეთილებით იყვნენ განებივრებულები, ჯანსაღი, ნორმალური წონის იყვნენ – ამ დაწესებულებებში სიმსუქნის მაჩვენებელი ძალიან დაბალი იყო.


წყარო ...



ქირურგიის ეროვნული ცენტრის აქციები

კლინიკის სიახლეები

კლინიკის სერვისები

კლინიკის ტექნოლოგიები

კლინიკის ექიმები

კლინიკის ვაკანსიები

ხშირად დასმული კითხვები  (დაუსვი შეკითხვა ექიმს)





კლინიკის სიახლეები

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ექთნების საერთაშორისო დღე არაერთი საინტერესო ღონისძიებით აღინიშნა.