დეპრესია სიმსუქნის რისკს 49%–ით ზრდის

  • 16 მაისი 2017

დეპრესიის სიმპტომები სიმსუქნის რისკს 49%–ით ზრდის.

ამასთან, ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა გულის დაავადების რისკს 57%–ით ზრდის. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ დეპრესიულ პაციენტებში, გულის დაავადების რისკს ანთებითი პროცესი ზრდის.

ნაშრომზე მუშაობდნენ ჰიუსტონში მდებარე უნივერსიტეტის Rice University მკვლევარები. ექსპერიმენტში მონაწილეობდა 1085 ადამიანი. ყველა მათგანს აწუხებს დეპრესია და გულის დაავადების რისკის წინაშეა.

შედეგი ასე გამოიყურება:
•    დეპრესია მსუბუქი ფორმით (ძილთან დაკავშირებული პრობლემა, ენერგიის ნაკლებობა) სიმსუქნის რისკს 36%–ით ზრდის.
•    დეპრესია საშუალო ხარისხის სიმპტომებით კი რისკს 49%–ით ზრდის. ამ კატეგორიაში 57%–ით მაღალია მეტაბოლური სინდრომის რისკი. ამასთან, გამოვლინდა მაღალი არტერიული წნევა და სისხლში შაქრის დონე. მათ გარეგნობაში თვალშისაცემი იყო წელის გარშემო დაგროვებული ზედმეტი ცხიმი.  

მოგეხსენებათ, ჭარბი წონა და მეტაბოლური სინდრომი გულის დაავადების გამომწვევი ერთ–ერთი მთავარი რისკ–ფაქტორებია.

დეპრესია ფსიქიკური დარღვევაა და გავლენას ახდენს პიროვნების გრძნობაზე, აღქმის უნარსა და ქცევაზე. დეპრესია შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ ასაკში.

დეპრესიის სიმპტომებია:
•    უიმედობა.
•    მოტივაციის ნაკლებობა.
•    საყვარელი ჰობის მიმართ ინტერესის დაკარგვა. პაციენტი სურვილს კარგავს წავიდეს სამსახურში, სკოლასა თუ უნივერსიტეტში.
•    შეიძლება ადამიანმა სრულიად უმიზეზოდ დაიკლოს წონაში ან გასუქდეს, აღენიშნებოდეს უძილობა, განიცდიდეს დაღლილობას, არ ჰქონდეს ენერგია.


წყარო ...


კლინიკის სიახლეები

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ექთნების საერთაშორისო დღე არაერთი საინტერესო ღონისძიებით აღინიშნა.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია

ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია

„ავერსის“ საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც კოლორექტალური კიბოს მართვის თანამედროვე პრინციპებს მიეძღვნა.