ბაქტერიები ავტობუსსა და მეტროში

  • 16 მაისი 2017

ბაქტერიებს ვერსად დავემალებით.

თუ ლონდონში ვიზიტს გეგმავთ, ანტიბაქტერიული, სველი ხელსახოცები შეიძინეთ. ლონდონის მეტროპოლიტენის უნივერსიტეტის მეცნიერები აცხადებენ, რომ ბაქტერიები ლონდონის საზოგადოებრივ ტრანსპორტში თავს კომფორტულად გრძნობენ. მკვლევარებმა 121 ბაქტერია და ობი ავტობუსებში, მატარებლებსა და ტაქსებში აღმოაჩინეს.

კვლევის ავტორი და იმუნოლოგიის ექსპერტი, პოლ მეთიუელი შედეგს აფასებს როგორც სახიფათოს, რადგან წარმოდგენილი ბაქტერიები მარტივად გადასცემენ სხვა ბაქტერიებს ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტულობას. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ბაქტერია სახელწოდებით Klebsiella pneumoniae, რომელიც იწვევს პნევმონიას აღმოაჩინეს ტაქსებსა და მატარებლებში. ავტობუსში, მატარებელსა და ტაქსში შენიშნეს ნაწლავის ჩხირი (E. coli), რომელსაც სისხლის მოწამვლა შეუძლია და სალმონელა, რომელიც კუჭ–ნაწლავის დაავადებებს იწვევს.

მეცნიერები განმარტავენ, რომ ბაქტერიების გამო ყველაზე ბინძური მეტროს ხაზია The Victoria Line, ხოლო ამ მხრივ მგზავრობისთვის ყველაზე სუფთა ტრანსპორტი ავტობუსია.  


წყარო ...


კლინიკის სიახლეები

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ექთნების საერთაშორისო დღე არაერთი საინტერესო ღონისძიებით აღინიშნა.