ბავშვები, რომლებიც ბებიასთან ცხოვრობენ მსუქნები არიან?

  • 18 მაისი 2017

ბავშვები, რომლებიც ბებიასთან და ბაბუასთან ცხოვრობენ ან ხშირად სტუმრობენ, სხვებთან შედარებით უფრო ხშირად აქვთ ჭარბ წონასთან დაკავშირებული პრობლემა.


ნაშრომზე მუშაობდნენ ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები. მკვლევარებმა ექსპერიმენტში ჩართეს ჩინეთში, ქალაქ გუანჯოუში მცხოვრები ადამიანები. ჩინეთში ფუმფულა ბავშვი ჯანმრთელობის, კეთილდღეობისა და წარმატების სიმბოლოა. სამეცნიერო ნაშრომში ვკითხულობთ, რომ ჩინელი ბავშვებისა და თინეიჯერების დაახლოებით 15% მსუქანი ან ჭარბწონიანია.
 
„ბავშვთა ჭარბწონიანობა გლობალური პრობლემაა. ამ მდგომარეობას შეგვიძლია ვუწოდოთ კრიზისი და განსაკუთრებით ჩინეთში. საჭიროა, რომ მშობლებმა, მასწავლებლებმა და ბებია ბაბუებმა გააცნობიერონ თუ რა არის სიმსუქნე და ყურადღება გაამახვილონ მის გამომწვევ მიზეზებზე“, – აცხადებს მეცნიერი, ბაი ლი.
 
ამასთან, მკვლევარებმა შეისწავლეს იმ ბავშვების წონის საკითხი, რომლებიც სხვა ქალაქში გადადიან საცხოვრებლად. ეს კატეგორიაც ჭარბწონიანობის რისკის წინაშეა, რადგან დიდია იმის საშიშროება, რომ მათ მოაკლდეთ მშობლის ყურადღება და მიირთვან არაჯანსაღი პროდუქტები. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ბავშვები, რომლებზეც უფროსი თაობის ნათესავები ზრუნავენ, სხვებთან შედარებით საჭიროზე მეტს მიირთმევენ.


წყარო ...


კლინიკის სიახლეები

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ექთნების საერთაშორისო დღე არაერთი საინტერესო ღონისძიებით აღინიშნა.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია

ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია

„ავერსის“ საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც კოლორექტალური კიბოს მართვის თანამედროვე პრინციპებს მიეძღვნა.