არის თუ არა დიაბეტი გენეტიკური?

  • 18 მაისი 2017

შაქრიანი დიაბეტი არის დაავადება, რომელიც ხასიათდება ქრონიკული ჰიპერგლიკემიით ანუ სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის მომატებით.

დიაბეტი ფართოდ გავრცელებული დაავადებაა – მსოფლიოში 380 მილიონი ადამიანია დაავადებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები შიშობენ, რომ 2030 წლისთვის ეს მაჩვენებელი გაორმაგდება.

ზოგიერთი ადამიანი გენეტიკური ფაქტორის გამო მეტად არის მიდრეკილი დიაბეტის მიმართ.

ცხოვრების წესის ზოგიერთი ფაქტორი იწვევს დიაბეტი ტიპი 2–ს და მაშინაც კი თუ პიროვნების ოჯახის წევრები დიაბეტით არ არიან დაავადებულები.
 
შაქრიანი დიაბეტის ტიპი 1 – ეს ფორმა ხშირად ვითარდება ბავშვებსა და თინეიჯერებში და ამასთან, ნებისმიერ ასაკში შეიძლება გამოვლინდეს. ის პანკრეასის ჯირკვალში ინსულინის წარმომქმნელ უჯრედებს შლის. იმუნური სისტემა პანკრეასში ინსულინის გამომამუშავებელ უჯრედებს აღიქვამს როგორც უცხო სხეულს და მას ვნებს. ამ მდგომარეობას ეწოდება აუტოიმუნური დაავადება. დიაბეტის ტიპი 1 მუდმივად ინსულინის ინექციას მოითხოვს.

მეცნიერები წლების განმავლობაში ფიქრობდნენ, რომ დიაბეტი გენეტიკურია. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, თუ დედა დიაბეტითაა დაავადებული ბავშვს რომ დაემართოს რისკი 3%–ია. რისკი 5%–ს შეადგენს თუ დიაბეტი მამას აქვს, ხოლო 8%–ია მაშინ, როცა და ან ძმა არის დაავადებული. დღეს მკვლევარები ფიქრობენ, რომ დიაბეტი ტიპი 1 შესაძლოა გამოიწვიოს გარემომ.
შაქრიან დიაბეტ ტიპი 2–ს ფართოდ გავრცელებულ დაავადებათა სიაში ერთ–ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს. ის ქრონიკული მდგომარეობაა, რომელიც წარმოიშობა მაშინ, როდესაც პანკრეასი ვერ გამოიმუშავებს საკმარისი რაოდენობის ინსულინს ან ორგანიზმს არ შეუძლია გამომუშავებული ინსულინის ეფექტური გამოყენება. ან ორგანიზმი ინსულინს გამოიმუშავებს, მაგრამ ინსულინის დონე არ არის საკმარისი. როგორც წესი ეს ფორმა ვითარდება 35 წლის ასაკის ზემოთ.

დიაბეტის ტიპი 2 სიმსუქნესთან და ცხოვრების წესთანაა დაკავშირებული. ხშირად ვლინდება იმ ადამიანებში, ვინც ჭარბი წონით იტანჯება და არააქტიური ცხოვრებით ცხოვრობს. დიაბეტი ტიპი 2 მქონე ადამიანების 73%–ს ჰქონდა საშუალო და მაღალი ოჯახური რისკ–ფაქტორი და დაახლოებით 40% იყო ჭარბწონიანი. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, სიმსუქნესთან შედარებით გენეტიკა მეტად ზრდის დიაბეტის განვითარების რისკს. კვლევამ ცხადყო, რომ დიაბეტი ტიპი 2 განვითარების რისკი 40%–ით მაღალია თუ ვლინდება სიმსუქნე და ოჯახური ისტორია. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ დიაბეტი ტიპი 2 ყველა შემთხვევაში გენეტიკურია. ამასთან, თუ ოჯახში არ ვლინდება დიაბეტი, ცხოვრების წესის გამო, გარემოს ზოგიერთი ფაქტორი ზრდის დაავადების განვითარების რისკს. მდგომარეობა განსაკუთრებით მაშინ რთულდება თუ ოჯახის რომელიმე წევრს აქვს დიაბეტი და ამასთან სახეზეა შემდეგი რისკ–ფაქტორები: ჭარბი წონა, არააქტიური ცხოვრების წესი, ჰიპერტენზია, დეპრესია, საკვერცხის პოლიკისტოზი. 

წყარო ...


კლინიკის სიახლეები

თურქი ნეიროქირურგის უფასო კონსულტაცია ხერხემლის ნებისმიერი პათოლოგიისა და ნეიროქირურგიული პრობლემების მქონე პაციენტებისთვის

თურქი ნეიროქირურგის უფასო კონსულტაცია ხერხემლის ნებისმიერი პათოლოგიისა და ნეიროქირურგიული პრობლემების მქონე პაციენტებისთვის

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს 3, 4 და ასევე 10, 11 და 12 ივნისს სამუშაო ვიზიტით ეწვევა თურქეთში მოღვაწე ნეიროქირურგი, პროფესორი თუნჩ კოჩი.

კვლევა, რომელიც ოქროს სტანდარტია ონკოლოგიაში – რა არის PET/CT?

კვლევა, რომელიც ოქროს სტანდარტია ონკოლოგიაში – რა არის PET/CT?

PET/CT, ანუ პოზიტრონ–ემისიური ტომოგრაფია ბირთვული მედიცინის კვლევის მეთოდია, რომელიც უალტერნატივოა კიბოს დიაგნოსტირებაში.