წონაში დაკლება გსურთ? კიტრისა და პომიდვრის სალათა მიირთვით

  • 18 მაისი 2017

გთავაზობთ ყველაზე გემრიელ დიეტას.

მალე ზაფხული მოდის და ღია საცურაო აუზისა და სანაპიროს სეზონი იხსნება. თუ გსურთ ზაფხულის მზიან დღეებს მოხდენილი ტანით შეხვდეთ, სტატია ყურადღებით წაიკითხეთ. როგორც წესი წონაში დაკლება გაზაფხულსა და ზაფხულში გაცილებით მარტივია.

იშვიათად თუ შეგხვდებათ ადამიანი, რომელსაც კიტრი და პომიდორი არ უყვარდეს – არა მხოლოდ გემრიელია, არამედ თქვენი ჯანმრთელობისთვის არის სასარგებლო. პომიდორი კულინარიის ფავორიტია. სასურველია, სამზარეულოში ყოველთვის გეგულებოდეთ ბოსტნეული და ორგანიზმი სასარგებლო ვიტამინებით გაანებივროთ. კიტრი და პომიდორი ძალიან დაბალკალორიულია. ამასთან, შიმშილის გრძნობითაც არ შეწუხდებით. შეიძლება ითქვას, რომ გემრიელად სადილობთ და წონაშიც იკლებთ. შეგიძლიათ სალათა შეაზავოთ სანელებლებით. განსაკუთრებით სასარგებლოა ქონდარი და რეჰანი.

თუ გსურთ, რომ სალათა ცილებით გაამდიდროთ, შეგიძლიათ ბერძნულ სტილში მიირთვათ – დაამატეთ დაბალცხიმიანი ყველი ან ბარდა.

კიტრი პომიდვრის სალათაში შეგიძლიათ გამოიყენოთ: წითელი ხახვი, ოხრახუში და შეაზავოთ ლიმონის წვენით. ასევე სასარგებლო ინგრედიენტია კამა. ზოგიერთ ადამიანს კიტრი პომიდვრის სალათა მაიონეზით ან არაჟნით უყვარს. თუ წონაში დაკლება გსურთ ეს რეცეპტი დაივიწყეთ! ამის ნაცვლად სასურველია მცირე დოზით გამოიყენოთ უცხიმო ბერძნული იოგურტი ან უცხიმო ბერძნული იოგურტი კამით.

წარმოგიდგენთ კიტრისა და პომიდვრის სასარგებლო თვისებებს.

კიტრი 90%-ით წყლისგან შედგება, შესაბამისად, საუკეთესო საშუალებაა მათთვის, ვინც ვერ ახერხებს ან დრო არ აქვს რომ დღის განმავლობაში ხშირად დალიოს წყალი. მისი წყალობით ორგანიზმი სასარგებლო ვიტამინებს მიიღებს და წყლის დანაკარგიც ჩინებულად კომპენსირდება.

მასში შეგიძლიათ აღმოაჩინოთ კვარცი, რომლის წყალობითაც დაემშვიდობებით მტვრევად ფრჩხილებს, ხოლო თმას მეტ ბზინვარებას შესძენთ. ამასთან, თმის ზრდას უწყობს ხელს.

წარმოგიდგენთ კიტრის სასარგებლო თვისებებს:

• ორგანიზმიდან დევნის ტოქსინებს.
• ორგანიზმს ჯანმრთელობისთვის სასარგებლო, მნიშვნელოვანი ვიტამინებით კვებავს. გაითვალისწინეთ, რომ A B და C ვიტამინები იმუნიტეტს აუმჯობესებს და ენერგიით გავსებთ.
• წონის კლებაში გეხმარებათ. დიახ, თუ დიეტაზე ხართ კვების რაციონში აუცილებლად ჩართეთ ეს სასარგებლო პროდუქტი. კიტრი გემრიელია და ამასთან, ზედმეტი კილოგრამების მტერი.
• ამცირებს კიბოს განვითარების რისკს.
• ასტაბილურებს სისხლის წნევას. თუ ჰიპერტენზია გაწუხებთ, მიირთვით კიტრი.
• აქრობს პირის ღრუში უსიამოვნო სუნს.
• ვიტამინებისა და მინერალების წყალობით შესანიშნავად ებრძვის კუნთისა და სახსრების ტკივილს.
• თქვენი თირკმლის ჯანმრთელობაზე ზრუნავს.
• ამცირებს ქოლესტერინის დონეს.

პომიდვრის ნაყოფი უამრავ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს. ის მდიდარია B1, B3, B5, B6, B7 ვიტამინებით. A და C ვიტამინების წყაროა. მასში შეგიძლიათ აღმოაჩინოთ: ნატრიუმი, კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, ფოსფორი, რკინა.

რკინა ადამიანის ორგანიზმის უმნიშვნელოვანესი მიკროელემენტია. ის მონაწილეობს ჟანგვა–აღდგენით რეაქციებში, სისხლის წარმოქმნის, სუნთქვისა და იმუნობიოლოგიურ პროცესებში. რკინა სისხლისა და ასეულობით ფერმენტის შემადგენლობაში შედის.

გერმანელი მეცნიერები თვლიან, რომ შესაძლებელია, პომიდორმა ნაოჭებისგან და კანის კიბოსგან დაგიცვათ. ის ანტიოქსიდანტით ლიკოპინითაა მდიდარი, რომელიც სხეულს ულტრაიისფერი გამოსხივებისგან იცავს. რასაკვირველია, პომიდორი მზისგან დამცავ კრემს ვერ შეცვლის, მაგრამ თქვენი დახმარება ნამდვილად შეუძლია. ექსპერიმენტმა დაადასტურა, რომ ქალბატონების სახის კანის დამცავი ფუნქცია გაიზარდა მას შემდეგ, რაც პომიდვრით მდიდარი დიეტა მიირთვეს. ამასთან, შემცირდა სიწითლე.

ამ თემაზე საკუთარი მოსაზრება გამოთქვა დერმატოლოგთა ბრიტანული ასოციაციის წარმომადგენელმა, მეთიუ გასმა.

„ვფიქრობ, პომიდორსა და კომბოსტოს ისეთივე შედეგი არ აქვს, როგორც მზისგან დამცავ კრემს, ჩრდილსა და სამოსს, მაგრამ სასარგებლოა. ჩემი აზრით, ლიკოპინი და ლუტეინი დამატებითი საშუალებაა მზის გამოსხივების წინააღმდეგ“, – აცხადებს მეთიუ.

მწეველებმა აუცილებლად უნდა ჩართონ კვების რაციონში, რადგან პომიდორს შეუძლია სიგარეტის კვამლისგან გამოწვეული პრობლემები შეამციროს. ის შეიცავს კუმაროვისა და ქლოროჰენურის მჟავებს, რომლებიც ორგანიზმს კანცეროგენისგან იცავს.

C ვიტამინის წყალობით ძლიერდება იმუნური სისტემა. პომიდვრის წვენი სტრესსა და დაძაბულობას ამცირებს. სასარგებლოა მათთვის, ვინც ჭარბ წონას ებრძვის.

წარმოგიდგენთ სხვა სასარგებლო თვისებებს:

• ამცირებს სარძევე ჯირკვლის კიბოს რისკს.
• შეგიძლიათ მიირთვათ პროსტატის კიბოს პრევენციისთვის.
• გიცავთ ინსულტისგან.
• ზრუნავს თქვენი თვალების ჯანმრთელობაზე.
• ძლიერი ძვლების საწინდარია.
• ებრძვის აკნეს.
• პომიდვრის წვენი შეიცავს k ვიტამინს, რომელიც თმის ბზინვარებას უზრუნველყოფს.
• სასარგებლოა თირკმლისთვის და შარდის ბუშტისთვის.
• ეხმარება საჭმლის მონელების პროცესს.
• სასარგებლოა გულისთვის.


წყარო ...


კლინიკის სიახლეები

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ექთნების საერთაშორისო დღე არაერთი საინტერესო ღონისძიებით აღინიშნა.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია

ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია

„ავერსის“ საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც კოლორექტალური კიბოს მართვის თანამედროვე პრინციპებს მიეძღვნა.