სურნელოვანი სანთლები ჯანმრთელობისთვის მავნებელია

  • 19 მაისი 2017

სურნელოვანი სანთლების გამო შესაძლოა სახლში ჰაერი დაბინძურდეს.

არსებობს იმის რისკი, რომ თქვენი ოჯახის წევრებმა ჩაისუნთქონ მტვერი და სოკოს სპორა.
 
კვლევაზე მუშაობდნენ სან–დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერები. მკვლევარებმა შეისწავლეს თუ რა ფაქტორები იწვევს სახლში ჰაერის დაბინძურებას. ერთ–ერთი რისკ–ფაქტორია ძალიან პოპულარული სურნელოვანი სანთლები. როგორც მოსალოდნელი იყო, გარემოს დაბინძურებაში დამნაშავეა სიგარეტი და მარიხუანა. თუმცა მეცნიერთა ჯგუფი ყველაზე მეტად გააკვირვა იმ ფაქტმა, რომ ჰაერის დაბინძურებას იწვევს მოდური სურნელოვანი სანთლებიც. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, მავნებელია საწმენდი საშუალებებიც.
 
მეცნიერებმა ექსპერიმენტში ჩართეს სან–დიეგოში მცხოვრები 300 ოჯახი. ტესტირებაში მონაწილე თითოეულ ოჯახში ცხოვრობს 14 წლამდე ასაკის მინიმუმ ერთი ბავშვი და ერთი წევრი სიგარეტს ეწევა.
  
სახლში დააინსტალირეს ერთგვარი მონიტორები. ერთი მოწყობილობა დაამონტაჟეს იმ ოთახში, სადაც ხშირად ეწევიან და მეორე ბავშვის საძინებელში.   


წყარო ...


კლინიკის სიახლეები

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ექთნების საერთაშორისო დღე არაერთი საინტერესო ღონისძიებით აღინიშნა.