თუ ლუდის ნაცვლად წყალს დალევთ, სიმსუქნის რისკი 20%–ით შემცირდება

  • 19 მაისი 2017

სიმსუქნის რისკი მნიშვნელოვნად შემცირდება თუ ლუდისა და გაზიანი სასმელების ნაცვლად ერთ ჭიქა წყალს მიიღებთ.

მეცნიერები 16 000 ადამიანზე დაკვირვების შემდეგ მივიდნენ დასკვნამდე, რომ თუ პიროვნება წყალს სვამს და უარს ამბობს ჯანმრთელობისთვის მავნე სასმელებზე, წონაში მარტივად იკლებს.

მკვლევარები მონაწილეებს 4 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ. მაგალითად, თუ დღეში ერთ ბოთლ ლუდზე უარს იტყვით, ჭარბი წონის რისკი 20%–ით შემცირდება, ხოლო გაზიან სასმელებზე უარის თქმის შემთხვევაში სიმსუქნის რისკი 15%–ით ნაკლებია. არაჯანსაღი სასმელების ნაცვლად წყალი დალიეთ.

თუმცა ასეთივე ეფექტი არ აქვს სხვა 15 ტიპის სასმელს, მაგალითად, ღვინოს, ხილის წვენს, რძესა და ყავას. მეცნიერები განმარტავენ, რომ ამის მიზეზია ის, რომ ამ სასმელებთან შედარებით, ლუდი და გაზიანი სასმელი ძალიან კალორიულია.


წყარო ...


კლინიკის სიახლეები

თურქი ნეიროქირურგის უფასო კონსულტაცია ხერხემლის ნებისმიერი პათოლოგიისა და ნეიროქირურგიული პრობლემების მქონე პაციენტებისთვის

თურქი ნეიროქირურგის უფასო კონსულტაცია ხერხემლის ნებისმიერი პათოლოგიისა და ნეიროქირურგიული პრობლემების მქონე პაციენტებისთვის

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს 3, 4 და ასევე 10, 11 და 12 ივნისს სამუშაო ვიზიტით ეწვევა თურქეთში მოღვაწე ნეიროქირურგი, პროფესორი თუნჩ კოჩი.

კვლევა, რომელიც ოქროს სტანდარტია ონკოლოგიაში – რა არის PET/CT?

კვლევა, რომელიც ოქროს სტანდარტია ონკოლოგიაში – რა არის PET/CT?

PET/CT, ანუ პოზიტრონ–ემისიური ტომოგრაფია ბირთვული მედიცინის კვლევის მეთოდია, რომელიც უალტერნატივოა კიბოს დიაგნოსტირებაში.