თუ არტერიული წნევა გაქვთ – რატომ უნდა იყოს თქვენს მაცივარში შავი შოკოლადი?

  • 19 მაისი 2017

მაგნიუმით მდიდარი კაკაო არტერიულ წნევას დააქვეითებს.

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, მაღალი არტერიული წნევა იმის მიზეზია, რომ ადამიანების ორგანიზმში მაგნიუმის დონე არ არის საკმარისი. სავსებით შესაძლებელია, რომ მაგნიუმის წყალობით შემცირდეს ჰიპერტენზია.

ჰერტფორდშირის უნივერსიტეტის მეცნიერები განმარტავენ, რომ მაგნიუმით მდიდარი საკვები ძალიან მნიშვნელოვანია ჰიპერტენზიასთან ბრძოლის პროცესში.
 
ცნობილია, რომ ჰიპერტენზია ზრდის გულის დაავადებისა და ინსულტის რისკს. ოფიციალური მონაცემებით, ჰიპერტენზიით აშშ–ში იტანჯება 75 მილიონი ადამიანი, ხოლო ბრიტანეთში ეს პრობლემა აწუხებს 16 მილიონ ადამიანს.
 
„მაგნიუმი არტერიული წნევის მოწესრიგებაში მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს“, – აცხადებს კვლევის ავტორი, ლინდსი კესი.   


წყარო ...


კლინიკის სიახლეები

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ექთნების საერთაშორისო დღე არაერთი საინტერესო ღონისძიებით აღინიშნა.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია

ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია

„ავერსის“ საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც კოლორექტალური კიბოს მართვის თანამედროვე პრინციპებს მიეძღვნა.