რატომ უნდა მივირთვათ ატამი?

  • 23 მაისი 2017

ატამი ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა.

ეს ხილი გემრიელი მკურნალია. შეუძლია მიირთვას იმ ადამიანმა, ვინც ჭარბ წონას ებრძვის. თუ დიეტას იცავთ და ტკბილეული მოგენატრათ, ტორტის ნაცვლად შეგიძლიათ ტკბილი ატამი მიირთვათ. რასაკვირველია, უნდა დაიცვათ ზომიერება.

ატამში აღმოაჩენთ ფენოლს – სწორედ ამ ორგანული ნაერთის წყალობით ძლიერი ანტიოქსიდანტის ფუნქციას ითავსებს. მდიდარია A და C ვიტამინებით, რომელსაც კოსმეტიკაში იყენებენ. ეს ვიტამინები კანის ქსოვილს აღდგენაში ეხმარება. ატამი ამცირებს თმის ცვენას.

თანამედროვე ცხოვრების სწრაფი რიტმის გამო ბევრი ადამიანი განიცდის სტრესს. მეცნიერები თვლიან, რომ ეს გემრიელი ხილი შფოთვისგან გაგვათავისუფლებს. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, უნგრეთში მას „სიმშვიდის ხილს“ უწოდებენ.

ატამი სასარგებლოა თირკმლისა და შარდის ბუშტის ფუნქციონირებისთვის. ზოგიერთი მკვლევარი კი აცხადებს, რომ ატამი სასარგებლოა გაღიზიანებული კუჭის სამკურნალოდ, აძლიერებს კუჭ–ნაწლავის სეკრეტორულ მოქმედებას, აადვილებს მძიმე საკვების მონელებას. ჩინეთში ატმის ჩაის თირკმლის გაწმენდისთვის სვამენ. 


წყარო ...


კლინიკის სიახლეები

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ექთნების საერთაშორისო დღე არაერთი საინტერესო ღონისძიებით აღინიშნა.