ალცჰაიმერის დაავადება – რა გავლენას ახდენს ოჯახური ისტორია?

  • 24 მაისი 2017

ალცჰაიმერი ცენტრალური ნერვული სისტემის უკურნებელი დეგენერაციული დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს მეხსიერების, მეტყველების, ლოგიკური აზროვნების დროთა განმავლობაში დაკარგვა.

დაავადების განვითარების რისკი იზრდება 65 წლის ზემოთ ასაკში.


ალცჰაიმერის გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია თუმცა მეცნიერები ხშირად გამოყოფენ რამდენიმე ფაქტორს მათ შორის: გენეტიკას, თავის ტვინის ტრავმას, დიდი რაოდენობით ნერვული უჯრედების დაზიანებას, ნერვული იმპულსების გადაცემისთვის აუცილებელი ნივთიერების უკმარისობას.

მეცნიერები წლების განმავლობაში სწავლობდნენ კავშირს ალცჰაიმერის დაავადების განვითარების რისკსა და მეტაბოლური გენის სახელწოდებით TOMM40 შორის.
 
აიოვას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერები თვლიან, რომ მესამე ფაქტორი – ალცჰაიმერის ოჯახური ისტორია გამოტოვებული რგოლია. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ალცჰაიმერის დაავადების ოჯახური ისტორია ცვლის გენის TOMM40 რეჟიმს.
  
მათ გადაწყვიტეს, რომ კვლევისას ფოკუსირება მოეხდინათ ალცჰაიმერის დაავადების ოჯახურ ისტორიაზე.
  
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ალცჰაიმერის დაავადების ოჯახური ისტორია წარმოქმნის დიდ განსხვავებას იმასთან დაკავშირებით თუ როგორ ახდენს გავლენას მეხსიერებასა და აზროვნებაზე გენი TOMM40. ეს განსხვავება დამოკიდებულია იმაზე რა ხანგრძლივობისაა გენის ცალკეული ნაწილი.
   
მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ TOMM40, ალცჰაიმერის დაავადების ოჯახური ისტორია და მიტოქონდრიალური ფუნქციები ასევე დაკავშირებულია.
    
წარმოგიდგენთ რამდენიმე ნიშანს, რომელიც შესაძლოა ალცჰაიმერის დაავადებაზე მიგვანიშნებდეს:

•     ცვლილება მეხსიერებაში.
•     იმ აქტივობების მიმართ განელებული ინტერესი, რომელიც გიყვარდათ. აპათიურობა.
•     კონკრეტული დროისა და ადგილმდებარეობის დეზორიენტაცია.
•     ვიზუალურ–სივრცითი სირთულეები. იმ მანძილის, ნაცნობი სახეების ან ობიექტების ცნობა, აღქმა გიჭირთ, რომელსაც კონკრეტულ მონაკვეთში უყურებთ.
•     წერისა და მეტყველების ფუნქციები მნიშვნელოვნად დაგიქვეითდათ.
•     ამა თუ იმ საკითხის, პრობლემის გადაჭრა და გეგმის შედგენა გიჭირთ.
•     ხასიათის ცვლილებები.
•     ნივთებს არასწორ ადგილას აწყობთ და ხშირად ვერ იხსენებთ სად განათავსეთ.
•     გავიწყდებათ როგორ დაბრუნდეთ სუპერმარკეტიდან სახლში, ვეღარ ასრულებთ სამსახურის დავალებას, რომელსაც 20 წელია წარმატებით აგვარებდით, ვერ იხსენებთ სამზარეულოში სად უნდა გააცხელოთ პიცა და სხვა.


წყარო ...


კლინიკის სიახლეები

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ექთნების საერთაშორისო დღე არაერთი საინტერესო ღონისძიებით აღინიშნა.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია

ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია

„ავერსის“ საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც კოლორექტალური კიბოს მართვის თანამედროვე პრინციპებს მიეძღვნა.