ომეგა–3 ცხიმოვანი მჟავა ასუსტებს ლისტერიას

  • 24 მაისი 2017

ომეგა–3 ცხიმოვანი მჟავა ამცირებს დიაბეტის, სიმსუქნის, ასთმისა და გულის დაავადების რისკს.

მეცნიერები აცხადებენ, რომ ომეგა–3 სასარგებლოა ლისტერია მონოციტოგენეზის მკურნალობისთვისაც. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ომეგა–3 ასუსტებს იმ ბაქტერიას, რომელიც სიცოცხლისთვის საშიში ინფექციის ლისტერიოზის გამომწვევი მიზეზია.

სამხრეთ დანიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ომეგა–3 ცხიმოვანი მჟავა ასუსტებს გენს, რომელიც პასუხისმგებელია ლისტერია მონოციტოგენეზის ვირულენტობაზე. 

ლისტერიოზი საშიში ინფექციაა, რომელიც აშშ–ში ყოველწლიურად 260 ადამიანის გარდაცვალებას იწვევს.
 
რისკ–ჯგუფში შედიან: ფეხმძიმეები, ხანდაზმულები და სუსტი იმუნური სისტემის მქონე ადამიანები. 

როგორც წესი, ინფექციის გამომწვევი მიზეზია საკვები, რომელიც ინფიცირებულია ლისტერია მონოციტოგენეზით.

   
ლისტერიოზს მკურნალობენ ანტიბიოტიკებით, მაგრამ ზოგიერთ სამეცნიერო ნაშრომში ვკითხულობთ, რომ ლისტერია მონოციტოგენეზი მედიკამენტური მკურნალობის მიმართ რეზისტენტული ხდება.  


წყარო ...


კლინიკის სიახლეები

თურქი ნეიროქირურგის უფასო კონსულტაცია ხერხემლის ნებისმიერი პათოლოგიისა და ნეიროქირურგიული პრობლემების მქონე პაციენტებისთვის

თურქი ნეიროქირურგის უფასო კონსულტაცია ხერხემლის ნებისმიერი პათოლოგიისა და ნეიროქირურგიული პრობლემების მქონე პაციენტებისთვის

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს 3, 4 და ასევე 10, 11 და 12 ივნისს სამუშაო ვიზიტით ეწვევა თურქეთში მოღვაწე ნეიროქირურგი, პროფესორი თუნჩ კოჩი.

კვლევა, რომელიც ოქროს სტანდარტია ონკოლოგიაში – რა არის PET/CT?

კვლევა, რომელიც ოქროს სტანდარტია ონკოლოგიაში – რა არის PET/CT?

PET/CT, ანუ პოზიტრონ–ემისიური ტომოგრაფია ბირთვული მედიცინის კვლევის მეთოდია, რომელიც უალტერნატივოა კიბოს დიაგნოსტირებაში.