რა არის ბოტულიზმი?

  • 24 მაისი 2017

ბოტულიზმი მწვავე ინფექციურ–ტოქსიკური დაავადებაა.

ბოტულიზმის გამომწვევია ბაქტერია, რომელიც, ჩვეულებრივ, ნიადაგში ბინადრობს. ეს ორგანიზმი იზრდება და მრავლდება ჟანგბადის დაბალი კონცენტრაციის შემცველ გარემოში. მისთვის არახელსაყრელ პირობებში ბოტულიზმის გამომწვევი გარდაიქმნება სპორად, რომელიც ძალზე გამძლეა და ასეთ მდგომარეობას ინარჩუნებს, ვიდრე განვითარებისთვის სასურველ, ანაერობულ პირობებში არ მოხვდება. მისთვის სასურველ პირობებში სპორა იბრუნებს პირვანდელ სახეს და ტოქსინების გამომუშავებას იწყებს.
  
ბოტულიზმის შესახებ საუბრობს ჩრდილოეთ კაროლინის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკვების უსაფრთხოების სპეციალისტი და პროფესორი, ბენჟამინ ჩეპმანი.

„ბოტულიზმი დაავადებაა, რომელიც დაკავშირებულია იმ საკვების მიღებასთან, რომელშიც მოხვდა ტოქსინი სახელწოდებით ბოტულინური ტოქსინი. ეს არის საკვებთან დაკავშირებული ერთ–ერთი ყველაზე სახიფათო ინფექციურ–ტოქსიკური დაავადება. პაციენტი გამოჯანმრთელდება მაშინ, როცა ორგანიზმი ტოქსინისგან გათავისუფლდება – ეს არის საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესი. სამწუხაროდ, ზოგიერთი ადამიანი მისგან სრულად ვერ გამოჯანმრთელდა. ვიცი შემთხვევები, როცა ადამიანი კვლავ ხელჯოხით მოძრაობს ან მეტყველებასთან დაკავშირებული პრობლემა აქვს“, – აცხადებს პროფესორი.
     
როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ტოქსინი ბლოკავს ნერვულ იმპულსებს და შესაბამისად, ადამიანი ვეღარ აკონტროლებს კუნთს.

ბოტულიზმისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:
•    ყლაპვის გაძნელება.
•    ქუთუთოების დაწევა.
•    მხედველობის გაორება და დაბინდვა.
•    პირის სიმშრალე.
•    კუნთების სისუსტე.
•    სუნთქვის გაძნელება.

შემთხვევათა 5% ფატალურად სრულდება. საკვებისმიერ ბოტულიზმს უმეტესად კონსერვები იწვევს.

აუცილებელია, რომ კონსერვის დამზადებისას მკაცრად დაიცვათ ჰიგიენის წესები! გაითვალისწინეთ, რომ ბოტულიზმის ტოქსინი მაღალ ტემპერატურაზე იშლება.


წყარო ...


კლინიკის სიახლეები

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ექთნების საერთაშორისო დღე არაერთი საინტერესო ღონისძიებით აღინიშნა.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია

ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია

„ავერსის“ საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც კოლორექტალური კიბოს მართვის თანამედროვე პრინციპებს მიეძღვნა.