საზამთროს სასარგებლო თვისებები

  • 24 მაისი 2017

საზამთრო გემრიელი და სასარგებლოა.

საზამთრო დიეტური ხილია, ძალიან დაბალკალორიულია. შეიცავს უჯრედისს, რომელიც ხელს უწყობს საჭმლის მონელებას. საზამთროს 92% წყალია. მასში ბევრია მინერალური ნივთიერება, შეიცავს ბეტა–კაროტინსაც. დროის მოკლე მონაკვეთში საზამთროს დიეტის მეშვეობით შეგიძლიათ შესამჩნევად დაიკლოთ წონაში. ზედმეტი კილოგრამებისგან გათავისუფლება ხდება სითხის ინტენსიური გამოდევნის ხარჯზე.

მოგეხსენებათ, რომ საზამთრო ორგანიზმიდან დევნის ტოქსინებს და არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას. ამ სასარგებლო ხილში აღმოაჩენთ A, B6 და C ვიტამინებს. საზამთრო მდიდარია ანტიოქსიდანტებით, ამინომჟავებითა და ლიკოპინით. ლიკოპინი ორგანიზმს ულტრაიისფერი გამოსხივებისგან იცავს.

საზამთრო ძალიან სასარგებლოა გულის ჯანმრთელობისთვის, ჰიდრატაციაში გეხმარებათ, საჭმლის მონელებას უწყობს ხელს, A ვიტამინის წყალობით დადებითად აისახება კანსა და თმაზე, ამცირებს ვარჯიშის შემდეგ კუნთის ტკივილს.


წყარო ..


კლინიკის სიახლეები

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ექთნების საერთაშორისო დღე არაერთი საინტერესო ღონისძიებით აღინიშნა.