ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ჩატარდა ლექცია დიაბეტის შესახებ

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ჩატარდა ლექცია დიაბეტის შესახებ

ქირურგიის ეროვნული ცენტრის საკონფერენციო დარბაზში, შაბათს 29 აპრილს ჩატარდა ლექცია დიაბეტის შესახებ.

ლექციას უძღვებოდა კლინიკის ენდოკრინოლოგი, სოფო ფუტურიძე. ღონისძიების შესახებ რამდენიმე თვით ადრე დაანონსდა – ლექციაზე დასწრება იყო უფასო. დასწრების მსურველები უკავშირდებოდნენ ქირურგიის ეროვნული ცენტრის ქოლ–ცენტრს და მიმდინარეობდა წინასწარი ჩაწერა სტუმართა სიაში.

ქალბატონმა სოფომ, ლექციაზე მისულ სტუმრებს განუმარტა თუ რა არის დიაბეტი, რა სიმპტომები ახასიათებს და როგორ ვმართოთ დაავადება. ლექცია წარიმართა კითხვა–პასუხის რეჟიმში, სტუმრებმა მათთვის საინტერესო საკითხზე მიიღეს კომპეტენტური პასუხი და რეკომენდაცია. პროექტის ავტორების გადაწყვეტილებით, ლექციაზე ძირითადი აქცენტი გამახვილდა დიეტოთერაპიაზე, რადგან დიაბეტიანთა მესამედს მდგომარეობის დასასტაბილურებლად დიეტაც ჰყოფნის. დიაბეტით დაავადებულებს ეზღუდებათ ადვილად ასათვისებელი ნახშირწყლების შემცველი პროდუქტები. მენიუ მრავალფეროვანი უნდა იყოს, მაგრამ დაბალკალორიული. ლექციაზე სლაიდშოუს წყალობით, სტუმრები გაეცნენ იმ პროდუქტებს, რომლებიც საფრთხეს გვიქმნის და ასევე საკვებს, რომელიც სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. ენდოკრინოლოგმა სტუმრებს ასწავლა თუ როგორ გამოთვალონ პროდუქტების ნახშირწყლები.

თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით შეგიძლიათ დაუკავშირდეთ  ექიმ–ენდოკრინოლოგს, სოფიო ფუტურიძეს ნომერზე 593 25 11 55

გისურვებთ ჯანმრთელობას!