რა ხდება ორგანიზმში მაშინ, როცა გეშინიათ?

  • 25 მაისი 2017

შიში ერთ–ერთი ყველაზე ძლიერი ადამიანური ემოციაა, რომელიც უკავშირდება თვითგადარჩენისა და უსაფრთხოების სურვილს.

ამ დროს ადამიანს ისეთი შეგრძნება ეუფლება თითქოს გაიყინა, მისი გულისცემა ხშირდება, ფეხები უკანკალებს და აქვს განცდა, რომ თმა სადღაც მაღლა „მიიჩქარის“. შიშის დროს ორგანიზმში ჭარბი დოზით გამოიტყორცნება ადრენალინი – იზრდება არტერიული წნევა.
   
სხვა სამეცნიერო ნაშრომში ვკითხულობთ, რომ თუ ადამიანი შიშს საჭიროზე დიდი დოზით განიცდის, სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემების რისკის წინაშეა. ზოგიერთ ადამიანს სტრესული სიტუაციის მიმართ გადამეტებული რეაქცია აქვს. ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ თუ ეს რეაქცია საჭიროზე დიდხანს გრძელდება სახიფათოა და უარყოფითად აისახება ადამიანის ყოველდღიურ საქმიანობაზე. მკვლევარები ამ მდგომარეობას შიშის, შფოთვის დარღვევას, შფოთვით აშლილობას უწოდებენ. ოფიციალური სტატისტიკით, აშშ–ში ახალგაზრდების 18% ამ პრობლემით იტანჯება.

 როცა ადამიანი სახიფათო სიტუაციაშია, ტვინი იღებს სიგნალს რისკის შესახებ. ეს სიგნალი სწრაფად აღწევს თალამუსისკენ და შემდეგ გზას განაგრძნობს ამიგდალასკენ. ამიგდალა არის ნუშისებრი სხეული, ლიმბური სისტემის ქერქქვეშა სტრუქტურა, რომელიც თავის ტვინში, საფეთქლის წილის სიღრმეშია მოთავსებული. ამიგდალა, მნიშვნელოვან როლს თამაშობს როგორც ემოციების ფორმირებაში, ასევე ემოციურ მეხსიერებას აკონტროლებს.


წყარო ...


კლინიკის სიახლეები

თურქი ნეიროქირურგის უფასო კონსულტაცია ხერხემლის ნებისმიერი პათოლოგიისა და ნეიროქირურგიული პრობლემების მქონე პაციენტებისთვის

თურქი ნეიროქირურგის უფასო კონსულტაცია ხერხემლის ნებისმიერი პათოლოგიისა და ნეიროქირურგიული პრობლემების მქონე პაციენტებისთვის

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს 3, 4 და ასევე 10, 11 და 12 ივნისს სამუშაო ვიზიტით ეწვევა თურქეთში მოღვაწე ნეიროქირურგი, პროფესორი თუნჩ კოჩი.

კვლევა, რომელიც ოქროს სტანდარტია ონკოლოგიაში – რა არის PET/CT?

კვლევა, რომელიც ოქროს სტანდარტია ონკოლოგიაში – რა არის PET/CT?

PET/CT, ანუ პოზიტრონ–ემისიური ტომოგრაფია ბირთვული მედიცინის კვლევის მეთოდია, რომელიც უალტერნატივოა კიბოს დიაგნოსტირებაში.