მარტოობის შეგრძნება ახალგაზრდებში უძილობას იწვევს

  • 27 მაისი 2017

უძილობის ან ძილთან დაკავშირებული პრობლემის გამომწვევი მიზეზების სიას მარტოობაც დაემატა.

მეცნიერები განმარტავენ, რომ სხვებთან შედარებით ის ახალგაზრდები, რომლებიც თავს მარტოსულად გრძნობენ უძილობით იტანჯებიან.

კვლევაზე მუშაობდნენ ლონდონის სამეფო კოლეჯის მეცნიერები.

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, მარტოობის გამო ახალგაზრდებს აქვთ ძილთან დაკავშირებული პრობლემები, დღის განმავლობაში დაღლილობას გრძნობენ და ერთ საქმეზე კონცენტრირება უჭირთ. ერთ–ერთი სამეცნიერო ნაშრომისთვის ექსპერიმენტიც კი ჩატარდა. ექსპერიმენტში მონაწილე 2000 ადამიანიდან 72%–მა განაცხადა, რომ თავს მარტო გრძნობს, ხოლო რესპონდენტთა მესამედი ამ უსიამოვნო შეგრძნებით კვირაში მინიმუმ ერთხელ იტანჯება. 2010 წელს ორგანიზაციის Mental Health Foundation მკვლევარებმა კვლევაზე დაყრდნობით განაცხადეს, რომ მარტოობა ყველაზე ხშირად აწუხებთ 18–დან 34 წლამდე ასაკის ადამიანებს.

ამ კონკრეტულ ნაშრომზე მუშაობისას ტესტირებაში ჩართული იყო 2232 ახალგაზრდა. კვლევამ ცხადყო, რომ იმ კატეგორიაში, რომელიც თავს მარტო გრძნობდა 10%–ით მაღალი იყო ძილთან დაკავშირებული პრობლემები.


წყარო ...


კლინიკის სიახლეები

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ექთნების საერთაშორისო დღე არაერთი საინტერესო ღონისძიებით აღინიშნა.