მამაკაცს, რომლის ორგანიზმშიც საკმარისი რაოდენობითაა D ვიტამინი ჯანმრთელი შვილები ჰყავს

  • 28 მაისი 2017

D ვიტამინი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა.

უცოლო მამაკაცებს, რომლებსაც კარგი დოზით აქვთ D ვიტამინი, ოჯახის შექმნის შემდეგ ჯანმრთელი შვილები უჩნდებათ.

ამ დასკვნამდე მივიდნენ დუბლინის უნივერსიტეტის მეცნიერები.

მკვლევარებმა ექსპერიმენტში ჩართეს 213 წყვილი და ბავშვი. ბავშვების ასაკი იყო 5 და 9 წელი. ტესტირებისას გამოიყენეს ერთგვარი კითხვარი, სადაც მონაწილეები ავსებდნენ შემდეგ მონაცემებს: მამის ასაკი, სიმაღლე, წონა, დედის ასაკი, რამდენად საკმარისია D ვიტამინი და სხვა. კვლევისას გამოიყენეს შვილების სქესი, ასაკი, რამდენად ძლიერია ბავშვი, რა დროს უთმობს ეზოში თამაშს და სხვა. როგორც კვლევამ ცხადყო, მამის ორგანიზმში D ვიტამინის როლი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბავშვის სიმაღლესა და წონაზე. რასაკვირველია, სხვა ფაქტორებიც ახდენს გავლენას ბავშვის სიმაღლესა და კუნთის სიძლიერეზე და ეს ფაქტორია ბავშვის ორგანიზმში ჯანმრთელობისთვის სასარგებლო რაოდენობის D ვიტამინი.

ამ ვიტამინს მზის სხივები წარმოქმნის. სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა დასვენების დღეებში დიდი დრო გაატაროს ეზოში, ითამაშოს სუფთა ჰაერზე. 


წყარო  ...


კლინიკის სიახლეები

თურქი ნეიროქირურგის უფასო კონსულტაცია ხერხემლის ნებისმიერი პათოლოგიისა და ნეიროქირურგიული პრობლემების მქონე პაციენტებისთვის

თურქი ნეიროქირურგის უფასო კონსულტაცია ხერხემლის ნებისმიერი პათოლოგიისა და ნეიროქირურგიული პრობლემების მქონე პაციენტებისთვის

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს 3, 4 და ასევე 10, 11 და 12 ივნისს სამუშაო ვიზიტით ეწვევა თურქეთში მოღვაწე ნეიროქირურგი, პროფესორი თუნჩ კოჩი.

კვლევა, რომელიც ოქროს სტანდარტია ონკოლოგიაში – რა არის PET/CT?

კვლევა, რომელიც ოქროს სტანდარტია ონკოლოგიაში – რა არის PET/CT?

PET/CT, ანუ პოზიტრონ–ემისიური ტომოგრაფია ბირთვული მედიცინის კვლევის მეთოდია, რომელიც უალტერნატივოა კიბოს დიაგნოსტირებაში.