რა არის კრეტაზე მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელი გულის საიდუმლო?

  • 29 მაისი 2017

საბერძნეთის მთიან სოფლებში მცხოვრები ადამიანები ჯანმრთელები არიან და დიდხანს ცოცხლობენ.

მეცნიერები აცხადებენ, რომ ამ ადამიანებს უნიკალური გენი აქვთ, რის გამოც დაცულები არიან გულის დაავადებებისგან. მკვლევარებმა ექსპერიმენტში ჩართეს კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრები ადამიანები. ყველა მათგანი ცხოვრობს კრეტაზე მდებარე სოფლებში, ზონიანასა (Zoniana) და ანოგიაში (Anogia).

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, მიუხედავად იმისა, რომ მათი კვების რაციონში დიდი რაოდენობით ცხოველური ცხიმია, გულის დაავადების მაჩვენებელი ძალიან დაბალია.

მკვლევარებმა აღმოაჩინეს ახალი გენეტიკური სახესხვაობა, რომელიც ზრუნავს მათ გულზე, ამცირებს ცუდი ცხიმისა და ქოლესტერინის დონეს. 


ნაშრომზე მუშაობდნენ გენეტიკის კვლევითი ინსტიტუტის Wellcome Trust Sanger Institute მეცნიერები. მკვლევარებმა აღმოაჩინეს ახალი გენეტიკური ვარიანტი სახელწოდებით rs145556679*.


წყარო ...


კლინიკის სიახლეები

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ექთნების საერთაშორისო დღე არაერთი საინტერესო ღონისძიებით აღინიშნა.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია

ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია

„ავერსის“ საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც კოლორექტალური კიბოს მართვის თანამედროვე პრინციპებს მიეძღვნა.