როგორ დავიცვათ თავი გულ–სისხლძარღვთა დაავადებისგან?

  • 29 მაისი 2017

გული სისხლის მიმოქცევის სისტემის ცენტრალური ორგანოა.

მთელ მსოფლიოში გულის დაავადებისგან გამოწვეული სიკვდილის მაჩვენებელი პირველ ადგილზეა. ამასთან, მიოკარდიუმის ინფარქტი გულის ყველაზე გავრცელებული და სახიფათო დაავადებაა. ინფარქტის რისკ–ჯგუფში შედიან ის ადამიანები, რომლებიც დიდი რაოდენობით ალკოჰოლს და  თამბაქოს მოიხმარენ, ეტანებიან ქოლესტერინით მდიდარ საკვებს და ჰიპოდინამიურ ცხოვრებას ეწევიან, ანუ ცოტას მოძრაობენ.

7 ხერხი, რომელიც გულ–სისხლძარღვთა დაავადების პრევენციაში დაგეხმარებათ:
•    შეწყვიტეთ სიგარეტის მოწევა. სიგარეტი გულის დაავადების გამომწვევი ერთ–ერთი ყველაზე დიდი რისკ–ფაქტორია. 
•    ივარჯიშეთ ნახევარი საათის განმავლობაში. ფიზიკური აქტივობის წყალობით, გულის დაავადების განვითარების რისკი მნიშვნელოვნად მცირდება.
•    შეარჩიეთ ჯანსაღი კვების რაციონი. სასურველია, რომ ხშირად მიირთვათ ხილი, ბოსტნეული, მთლიანი მარცვლეული. თუ რძის პროდუქტები გიყვართ, უპირატესობა უცხიმოს მიანიჭეთ. შეგიძლიათ მიირთვათ ლობიო, თევზი და მჭლე ხორცი.   
•    ჯანსაღი, ნორმალური წონა ჯანმრთელი გულის საწინდარია. გაითვალისწინეთ, რომ ჭარბი წონა გულის დაავადების რისკს ზრდის. 
•    გულისთვის აუცილებელია, მშვიდი ძილი. უძილობა ვნებს თქვენს ჯანმრთელობას. ვისაც ძილთან დაკავშირებული პრობლემები აქვს სიმსუქნის, ჰიპერტენზიის, დიაბეტის, დეპრესიისა და გულის შეტევის რისკის წინაშეა. 
•    მაქსიმალურად მოერიდეთ სტრესულ გარემოს. სტრესთან გამკლავების ჯანსაღი გზები ეძებეთ და არა სიგარეტი ან ალკოჰოლი.
•    რეგულარულად შეიმოწმეთ ჯანმრთელობის მდგომარეობა. ჰიპერტენზია და მაღალი ქოლესტერინი ვნებს გულსა და სისხლძარღვებს.   


წყარო ...




კლინიკის სიახლეები

თურქი ნეიროქირურგის უფასო კონსულტაცია ხერხემლის ნებისმიერი პათოლოგიისა და ნეიროქირურგიული პრობლემების მქონე პაციენტებისთვის

თურქი ნეიროქირურგის უფასო კონსულტაცია ხერხემლის ნებისმიერი პათოლოგიისა და ნეიროქირურგიული პრობლემების მქონე პაციენტებისთვის

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს 3, 4 და ასევე 10, 11 და 12 ივნისს სამუშაო ვიზიტით ეწვევა თურქეთში მოღვაწე ნეიროქირურგი, პროფესორი თუნჩ კოჩი.

კვლევა, რომელიც ოქროს სტანდარტია ონკოლოგიაში – რა არის PET/CT?

კვლევა, რომელიც ოქროს სტანდარტია ონკოლოგიაში – რა არის PET/CT?

PET/CT, ანუ პოზიტრონ–ემისიური ტომოგრაფია ბირთვული მედიცინის კვლევის მეთოდია, რომელიც უალტერნატივოა კიბოს დიაგნოსტირებაში.